თიბისი კონცეპტ 360-ის მომხმარებლებს გაქვთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ სპეციალური პირობებით იმობილიარეს პირველ დეველოპერულ პროექტში - კოსტავა 49.
ერთიანი გადახდის შემთხვევაში - 8%-იანი ფასდაკლება;
შიდა განვადების შემთხვევაში - 50% თანამონაწილეობა და 50% მშენებლობის დასრულებისას. აღნიშნულ პირობით სარგებლობისას მიიღებთ 4%-იან ფასდაკლებას.
პროექტი წარმოადგენს ისტორიული შენობის მასშტაბურ ტრანსფორმაციას თანამედროვე ურბანულ სივრცედ, რომელიც რიკარდო ბოფილის არქიტექტურულ ფილოსოფიას ეფუძნება. კომპლექსი პრემიუმ აპარტამენტებთან ერთად მოიცავს სრულყოფილ საერთო ინფრასტრუქტურას: რესტორანს, Residents’ Club-სა, ფიტნეს ზონებსა და სპას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს პირად ბანკირს.