1 ივნისს, გაიაქტიურე შეთავაზება მობაილბანკში, გადაიხადე ნებისმიერ კვების ობიექტში და დაიბრუნე 50% მომენტალურად, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარი.
რა უნდა იცოდე?
შეთავაზებით ისარგებლებ გაქვს თიბისის მოსწავლის ბარათი
შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მოსწავლემ გაიაქტიუროს შეთავაზება თავისი მობაილბანკიდან
აუცილებელია გადაიხადო თიბისის ტერმინალზე
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ 1 ივნისს
შეთავაზების ფარგლებში ერთ მომხმარებელს შეუძლია ჯამში მაქსიმუმ 20 ლარის დაბრუნება
შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში
შეთავაზების ფარგლებში გადახდილი თანხა არ ექვემდებარება დაბრუნებას
მოსწავლის ბარათით გადახდის შემთხვევაში ქეშბექის თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება მოსწავლის ბარათზე
ბანკი იტოვებს უფლებას, საეჭვო ტრანზაქციის აღმოჩენის შემთხვევაში არ დაარიცხოს მომხმარებელს თანხა. ასევე, დაიბრუნოს მომხმარებლისგან უკვე გადაცემული თანხა.
შეთავაზების გააქტიურებისას გაითვალისწინე:
მობაილბანკში გასააქტიურებელი შეთავაზება იქნება ჩამქრალი. გასააქტიურებლად, მოსწავლემ, ერთგულების გვერდზე, სასურველი შეთავაზება უნდა აირჩიოს და დააჭიროს აქტივაციის ღილაკს;
შეთავაზების გააქტიურება შესაძლებელია როგორც წინასწარ, ასევე კამპანიის მიმდინარეობის ფარგლებში;
შეთავაზება 2-3 წამის შუალედში გააქტიურდება;
შეთავაზების გააქტიურებისთვის აუცილებელია განახლებული გქონდეთ თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია
თუ მოსწავლეს არ აქვს მოსწავლის ბარათი
მოსწავლის ბარათის მისაღებად მშობელმა უნდა შეუკვეთოს ბარათი მობაილბანკიდან. შეკვეთის დასრულების შემდეგ, მოსწავლეს თავის მობაილბანკის აპლიკაციაში ავტომატურად გამოუჩნდება ციფრული მოსწავლის ბარათი, რომლის გამოყენებაც შეუძლია გადახდებისთვის.
თუ მოსწავლეს არ აქვს აპლიკაციაზე წვდომა შეთავაზების გასააქტიურებლად
მშობელმა მობაილბანკში, ბავშვის სივრციდან უნდა განაახლოს მოსწავლის მობაილბანკის პასკოდი ან მოიწვიოს ბავშვი მობაილბანკში. ამის შემდეგ მოსწავლე შეძლებს შევიდეს საკუთარ მობაილბანკში და შეთავაზება გაააქტიუროს შეთავაზებების გვერდიდან.