მომენტალური გადარიცხვა მობილურის ნომრით 24/7-ზე

1110x400 1 (2)

თიბისის მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი დაემატა - მომენტალური გადარიცხვა მობილურის ნომრით 24/7-ზე. ფუნქციონალი შესაძლებლობას გაძლევს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, გადარიცხო თანხა, საქართველოს ნებისმიერი ბანკის ბარათზე ფუნქციონალის გამოყენებით, ნებისმიერი თანხა აისახება მომენტალურად, 24/7-ზე.

თანხის გაგზავნა:

თანხის გასაგზავნად, საჭიროა მობაილბანკის გადარიცხვების კატეგორიიდან აირჩიო „მობილურის ნომრით 24/7“. ამის შემდეგ, შეიყვანე ან აირჩიე არსებული კონტაქტებიდან იმ მომხმარებლის მობილურის ნომერი, ვისთანაც გსურს თანხის გადარიცხვა. ოპერაციის დადასტურებისთანავე, მიმღებს გაეგზავნება SMS შეტყობინების სახით ბმული და შეძლებს თანხის მიღებას, რის შემდეგაც, მიღების შესახებ SMS შეტყობინებას თავადაც მიიღებ.

თანხის მიღება:

თანხის მისაღებად, საჭიროა მობილურის ნომერზე მიღებულ ბმულს მიჰყვე და გადახვიდე ვებგვერდზე - p2p.ge შეიყვანე სასურველი ბარათის მონაცემები და დაადასტურე ტრანზქცია. ტრანზაქციის დადასტურებისთანავე თანხა სასურველ ბარათზე აგესახება. ასევე, შესაძლებლობა გაქვს ერთი ან მეტი ბარათი დაიმახსოვრო და მიღების მომენტში აირჩო თუ რომელ ბარათზე გსურს თანხის მიღება, ასევე, ერთ-ერთი დამახსოვრებული გახადო პრიორიტეტული ბარათი, რაც გულისხმობს, რომ თანხა ავტომატურად ჩაგრეციხება შემდეგი ჩარიცხვისას.

Მნიშვნელოვანი პირობები:

  • თანხის ასახვის დრო: მომენტალური, 24/7-ზე

  • ვალუტა: ლარი

  • ერთჯერადი ტრანზაქციის მაქსიმალური თანხა: 1000 ₾

  • საკომისიო - 1 ₾

  • დაშვებული ბარათები : საქართველოში მოქმედი ბანკების ბარათები.

ხშირად დასმული კითხვები: