globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

უსაფრთხოების წესები ბანკომატის გამოყენებისას

ბანკომატის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რჩევების გათვალისწინებისას, მნიშვნელოვნად დაცული იქნები თაღლითების მიერ სხვადასხვა სახის გაყალბებისგან.

  • ყოველთვის დააკვირდი ბანკომატის ირგვლივ არსებულ გარემოს. არ გამოიყენო ბანკომატი, თუ შენიშნავ საეჭვო გარემოებას ან/და პირებს;

  • ბანკომატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თუ ბანკომატის სპეციალური გარე განათების საშუალებები ცუდად ანათებს;

  • ასევე არ გამოიყენო ის ბანკომატები, რომლებიც გამოიყურება უჩვეულოდ (ბანკომატს მიმაგრებული აქვს რაიმე სახის უჩვეული/არასტანდარტული მოწყობილობა)

  • ბანკომატის გამოყენებისას, ყოველთვის დადექი ბანკომატის კლავიატურის წინ ისე, რომ მესამე პირების თვალთახედვის არეში ვერ მოხვდეს შენი ბარათის პინკოდი;

  • ბანკომატზე, ბარათის პინკოდის შეყვანისას, ნუ მისცემ მესამე პირებს საშუალებას, რომ შენი ზურგიდან დაინახონ ბანკომატზე აკრეფილი პინკოდი. ყოველთვის დაიმახსოვრე კოდი და არასდროს დაწერო ის ბარათის უკანა მხარეს;

  • თუ ბანკომატზე უნდა შეასრულო რამოდენიმე აქტივობა, რეკომენდებულია, რომ თანხა გაანაღდო ბოლო ეტაპზე;

  • ბანკომატის გამოყენების დასრულებისას, ყოველთვის დარწმუნდი, რომ:

    • შენი ბარათი და თანხა (განაღდებისას) თავად გაქვს;

    • ნამდვილად დაასრულე პროცესი (მაგალითად, თუ ბანკომატის ეკრანზე გამოვიდა შეტყობინება ,,გსურს სხვა ტრანზაქცია?'' "გაუქმება" ღილაკის გამოყენებით დაასრულე აქტივობა ან დააჭირე ''არას''.

ბანკომატთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენისას ან კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: +(995 32) 2 27 27 27