chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

შალვა იოსელიანის მეფუტკრეობა სოფელ ბაშში

5 ივნ. 2025
0A8A0850

„თუ ფუტკრები გადაშენდებიან, კაცობრიობა მხოლოდ 4 წელი იარსებებს“- ამ გულისმომკვლელ ციტატას ხშირად შეხვდებით ინტერნეტსივრცეში და ავტორობას არც მეტი, არც ნაკლები ალბერტ აინშტაინს მიაწერენ.

შესაძლებელია, აინშტაინს ნამდვილად გული შესტკიოდა ფუკტრების მომავალზე, თუმცა მეცნიერს ფარდობითობის თეორიის დამტკიცების შემდეგ, ამ სასარგებლო, ბზუილა არსებების საკვლევად დრო აღარ დარჩა. არანაირი წყარო ამ ციტატის სინამდვილეზე არ არსებობს და მიიჩნევა, რომ ფრაზა 1990-იან წლებში გავრცელდა აქტივისტების მიერ ეკოლოგიურ პრობლემებზე ყურადღების გასამახვილებლად.

ფუტკრები მართლა დიდ როლს თამაშობენ ეკოსისტემაში. მათ გარეშე მცირდება ბიომრავალფეროვნება, ირღვევასაკვებიჯაჭვიდამცენარეთასახეობებისაფრთხისწინაშედგებიან. თუმცა საბედნიეროდ ჯერ კიდევ შეგვიძლია ერთ-ერთი უძველესი პროდუქტის თაფლის მიღება.

თავს უსაფრთხოდ გრძნობს შალვა იოსელიანის 800 -მდე ოჯახი სკა ფუტკარიც. პროფესიით ელექტრონიკის ინჟინერი, გამოთვლების ცენტრებს ამონტაჟებდა, თუმცა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ახალ საქმეს მოჰკიდა ხელი.

„იმ პერიოდში ფუტკრის შხამის ბუმი იდგა. ის აქტიურად გამოიყენება როგორც ფარმაცეფტულ მრეწველობაში, ასევე კოსმეტოლოგიაში და საქართველოდან ექსპორტზე გადიოდა. ჩვენ ფუტკრის შხამის გენერატორებს ვაწარმოებდით. თუმცა, მალე მოთხოვნა შემცირდა და ფუტკრის ოჯახების გამრავლება დავიწყეთ“- იხსენებს შალვა იოსელიანი.

დღეს სამტრედიის სოფელ ბაშში მას მეურნეობა აქვს და წელიწადში 20 ტონამდე თაფლს აწარმოებს. ფუტკრები კი სამეგრელოში, გურიაში და იმერეთის სხვადასხვა სოფლებში ჰყავს განთავსებული.

„ორი და სამი კილომეტრის დაშორების რადიუსში განთავსებულ საფუტკრეში გემოც კი განსხვავდება“-გვიხსნის შალვა.

მზიანი, თბილი და მშრალი ამინდები – იდეალურია ფუტკრებისთვის. ასეთ პირობებში თაფლის რაოდენობა და ხარისხი იზრდება. ცუდ ამინდში მათ სკიდან გასვლა უჭირთ, ნექტარიცნაკლებიაბუნებაში, რაცთაფლისწარმოებასამცირებს, დიდი შანსია ფუტკრები დაიხოცნონ.

როცა ისეთ საქმიანობას ეწევი, სადაც მხოლოდ დაუღალავი შრომა საკმარისი არაა და გარემო პირობებზეც ხარ დამოკიდებული, მნიშვნელოვანია სტაბილური პარტნიორის ყოლა. 10 წელზე მეტია შალვა იოსელიანი “თიბისის” შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

“თიბისის მხარდაჭერა საშუალებას მაძლევს მყავდეს ადამიანები დასაქმებული და ზაფხულის სამუშაოები გავწიო”- ამბობს მეფუტკრე.

ფუტკრისმოვლასრეგულარულყურადღებასადაზრუნვას მოითხოვს.იზრუნო და დააკვირდე ოჯახების მდგომარეობას, დედა ფუტკრის აქტიურობასა და შრომის განაწილებას. პერიოდულად დააავადებაზეც უნდა შეამოწმო.

ასეთ დროს ფუტკრის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ხდება, თუმცა ზომიერების დაცვა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში თაფლიც ანტიბიოტიკებით გაჯერებული გამოვა. ეს ადამიანს მაშინვე არ აზიანებს, თუმცა ხანგრძლივ დროში ორგანიზმი ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული გახდება.

დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულად ახალზელანდიური ჩაის ხის (მანუკას) თაფლი მიიჩნევა, რომლის ფასმა 250 გრაზე შესაძლოა 5 000 აშშ დოლარსაც მიაღწიოს.

როგორც შალვა იოსელიანი გვიხსნის, საქართველოში სარეალიზაციოდ ყველაზე პოპულარული წაბლის და აკაციის თაფლია.

“ადამიანი შედეგით არასდროს არააა კმაყოფილი და ბუნებრივია უნდა თაფლის მეტი რაოდენობა მიიღოს. 64 წლის ვარ, ვაპირებ ამ საქმეში კიდევ 6 წელი ვიყო”- ამბობს”- ამბობს მეფუტკრე.

5 ივნ. 2025