globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

FED-ის ხელმძღვანელად კევინ უორში დამტკიცდა – რა გავლენა ექნება მას კრიპტოინდუსტრიაზე?

19 მაი. 2026
FED building

აშშ-ის სენატმა ქვეყნის ცენტრალური ბანკის, ანუ ფედერალური რეზერვის (FED) ახალ ხელმძღვანელად კევინ უორში დაამტკიცა. 56 წლის ფინანსისტი უწყების ისტორიაში პირველი თავმჯდომარეა, რომელიც კრიპტოაქტივების მიმართ ღია მხარდაჭერას გამოხატავს და პროგრესული ხედვით გამოირჩევა.

როგორი იქნება უორშის მონეტარული პოლიტიკა?

კევინ უორში ცენტრალურ ბანკს საკმაოდ რთულ პერიოდში ჩაუდგა სათავეში. როგორც ცნობილია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მისი არჩევის მთავარი მიზეზი რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მზაობა იყო, თუმცა მან შეიძლება ეს პირობა ვერ შეასრულოს, რადგან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, აშშ-ში ინფლაცია მკვეთრად გაიზარდა, რაც FED-ს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებისკენ უბიძგებს.

რატომ არის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება ასეთი მნიშვნელოვანი? – FED-ის მონეტარული პოლიტიკა პირდაპირ გავლენას ახდენს გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე, მათ შორის კრიპტოაქტივებზეც. მაღალი საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, რისკიან აქტივებზე მოთხოვნას ამცირებს, ხოლო მონეტარული პოლიტიკის შერბილება ბაზრისთვის პოზიტიურ ფაქტორია.

თუკი უორშის ხელმძღვანელობის პირობებში FED-ს განაკვეთის გაზრდა მოუწევს, მაშინ ეს ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების შეფასებაზე ნეგატიურად აისახება. მაგრამ თუ უორში წელს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას შეძლებს, მაშინ ეს ბაზრისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება, რაც სავარაუდოდ კრიპტოაქტივების ზრდას შეუწყობს ხელს.

რას ნიშნავს უორშის არჩევა კრიპტოინდუსტრიისთვის?

უორშის დამოკიდებულება კრიპტოაქტივების მიმართ საკმაოდ პრაგმატული და პროგრესულია. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, უორშს რამდენიმე კრიპტოპროექტში ინვესტიციაც აქვს განხორციელებული.

ამასთან, კონგრესში სიტყვით გამოსვლისას უორშმა დაადასტურა, რომ ციფრული აქტივები უკვე ფინანსური სისტემის შემადგენელი ნაწილები არიან და ისინი ოფიციალურად, ლეგალურად უნდა იქნენ ინტეგრირებულები კანონმდებლობაში.

თანაც, უორშის მოსვლა პირდაპირ ემთხვევა უმნიშვნელოვანეს საკანონმდებლო პროცესს, რაც სენატის მიერ კანინპროექტ CLARITY Act-ის განხილვას უკავშირდება, რომელიც აშშ-ში კრიპტოაქტივების ოფიციალურ ლეგალიზაციას ისახავს მიზნად.

ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ცვლილებების ფონზე, აშშ-ში კრიპტოინდუსტრიისთვის გაცილებით უფრო პროგნოზირებადი გარემო შეიძლება ჩამოყალიბდეს.

გაითვალისწინე: კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

19 მაი. 2026