chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

როგორ მუშაობს ჭკვიანი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში?

10 ივნ. 2025
ქავერი

როგორ მუშაობს ჭკვიანი ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში?

წარმოიდგინეთ მომენტი, როცა მოულოდნელმა გვალვამ ან ჭარბმა ნალექმა ერთ დღეში გაუნადგურა ფერმერს მთელი სეზონის ნაშრომი. ეს არ არის იშვიათი შემთხვევა - ეს სოფლის მეურნეობის რეალური გამოწვევაა.

მსოფლიო ბანკის კვლევების მიხედვით, საქართველოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში სტიქიური მოვლენების რიცხვი თითქმის 3-ჯერ გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გამოწვეული ზარალის მასშტაბს.

იქ, სადაც გამოწვევები ჩნდება, ჭკვიანი ტექნოლოგიები გადაწყვეტებსაც გვთავაზობს. აგრარული სექტორი სულ უფრო ხშირად მიმართავს ინოვაციებს და ყოველდღიურობაში ნერგავს ჭკვიანი სარწყავი სისტემების, მეტეო სადგურებისა თუ დრონების გამოყენებას, რომ არამხოლოდ გადარჩეს, არამედ განვითარდეს და გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკაც.

ჭკვიანი ტექნოლოგიის ერთ-ერთი კარგად გამოცდილი მაგალითი არის IoT (Internet of Things) სისტემა, რომელიც აკავშირებს და ცვლის მონაცემებს ინტერნეტის საშუალებით. სენსორები, რომლებიც სისტემაშია ჩაშენებული ზომავს და აკონტროლებს ტემპერატურას, ტენიანობას, სინათლესა და სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებს, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსავლის ხარისხზე.

IoT სისტემა უკვე წარმატებით დაინერგა ისეთი წამყვანი ქვეყნების სოფლის მეურნეობებში, როგორებიცაა ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი. ასევე განვითარებად ქვეყნებში: რუმინეთი, პოლონეთი, ხორვატია, სადაც დღესდღეობით აქტიურად იყენებენ ამ ინოვაციურ ხელსაწყოს.

როგორ შეუძლია IoT სისტემას ფერმერის დახმარება?

IoT სისტემა ფერმერებს ყოველდღიური საქმიანობისას ეხმარება წყლისა და სასუქის რაოდენობის განსაზღვრაში. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით იზოგება 30-40%-მდე წყალი, ხოლო მოსავლიანობა 10-20%-ით იზრდება.

განვითარებადი ქვეყნების მაგალითზე დაყრდნობით ქართველ ფერმერებსაც შეუძლიათ ამ სისტემის მათთვის გამოწვევებით სავსე მიმართულებებში დანერგვა.

ფერმერები IoT სისტემის სენსორების საშუალებით შეძლებენ ნიადაგის ტენიანობის კონტროლს, ასევე კომბაინებისა და სარწყავი აღჭურვილობის მართვას. ეს მათ დაეხმარება გვალვის პერიოდში მოსავლის გადარჩენასა და ფინანსური ზარალის თავიდან არიდებაში.

გარდა ამისა, სისტემა უზრუნველყოფს ზუსტ მონაცემებს თესლის ტიპისა და სასუქის ოპტიმალური რაოდენობის შესახებ. სენსორების მეშვეობით ნიადაგის pH დონის შეფასება ხელს შეუწყობს სასუქის დოზირების განსაზღვრასა და მიწის სწორად მოვლას.

ყველაფერი ეს პირდაპირ აისახება წარმოების ეფექტიანობაზე – IoT სისტემის სენსორების საშუალებით ფერმერებს ეძლევათ შესაძლებლობა გააუმჯობესონ პროდუქტის ხარისხი, გაზარდონ შემოსავალი, შეამცირონ ხარჯები და, რაც მთავარია, გახდნენ უფრო მდგრადები.

თუ გსურს, მეტი გაიგო მდგრადი ბიზნესისა და მდგრადობის სხვა მიდგომების შესახებ, დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ტრენინგზე „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

https://forms.office.com/e/KUrXCpSNgn

10 ივნ. 2025