chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ენერგოეფექტური შენობები და მათი უპირატესობები

13 ოქტ. 2025
2 4

გიფიქრია ოდესმე, რამდენ ენერგიას ხარჯავს შენობა, რომელშიც ყოველდღე მუშაობ?

საშუალო ზომის ოფისი წელიწადში დაახლოებით 105 000–225 000 კილოვატს მოიხმარს, რაც ათეულობით ტონა ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევის ტოლია. სწორედ ამიტომ არის საჭირო შენობების სწორი დაგეგმარება და ენერგიის გონივრული მოხმარება.

ენერგიის ყოველდღიურად დაზოგვაში დიდ როლს თამაშობს შენობის ენერგოეფექტურობა. ეს მხოლოდ დაზოგილი ელექტროენერგია არაა - ენერგიის ჭკვიანურად გამოყენება ნიშნავს ნაკლებ ნარჩენს, ნაკლებ ზიანს გარემოსა და საზოგადოებაზე, და ოფისის კომუნალური ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას.

ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რას ნიშნავს ენერგოეფექტურობა პრაქტიკაში, რატომ არის ის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით შენობებისთვის და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება მარტივად, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიებითა და გადაწყვეტილებებით.

მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ფიზიკურ ტრენინგზე 21 ოქტომბერს.

რატომ არის ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანი?

დღეს შენობების ენერგომოხმარება მსოფლიო ენერგომოხმარების დაახლოებით 40%-ს უტოლდება. როცა საუბარია კლიმატის ცვლილებასა და ნახშირბადის გამოფრქვევების შემცირებაზე, ენერგოეფექტური შენობები დადებითი ცვლილებების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე სფეროა.

ენერგოეფექტურობის მაჩვენებელი კლასებით განისაზღვრება. რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს შენობა. შედეგად, A კლასის შენობის კომუნალური ხარჯები საშუალოდ 30%-ით ნაკლებია.

გაუმართავი იზოლაცია, მოძველებული ფანჯრები და არაენერგოეფექტური გათბობა-გაგრილების სისტემა კი იწვევს ენერგიის არაეფექტურ ხარჯვას - ზოგიერთ შემთხვევაში ეს დანაკარგი მთლიანი ენერგომოხმარების 20-30%-ს უტოლდება.

ენერგოეფექტურობაზე ზრუნვა ნიშნავს წინსვლას როგორც გარემოს დაცვის, ისე ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების მიმართულებით.

რა კავშირია ოფისის ენერგოეფექტურობასა და თანამშრომელთა პროდუქტიულობას შორის?

ენერგოეფექტური შენობები არამხოლოდ გარემოს დაცვასა და ხარჯების შემცირებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის უკეთეს სამუშაო გარემოს თანამშრომლებისთვის, რაც ზრდის მათ პროდუქტიულობას. კვლევების მიხედვით:

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად ამცირებს დაღლილობასა და კონცენტრაციის დაკარგვას;

ბუნებრივი სინათლის მაქსიმალური გამოყენება ზრდის პროდუქტიულობას;

თანაბარი ტემპერატურა ამცირებს ენერგიის დანაკარგს და უზრუნველყოფს მუშაობისთვის უფრო სტაბილურ, სასიამოვნო გარემოს.

გაინტერესებს, როგორ შეგიძლია ოფისის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება?

1. გამოცვალე ძველი ფანჯრები - ორმაგმინიანი ფანჯრების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს სითბოს დანაკარგს ზამთარში და ზედმეტი გაგრილების საჭიროებას ზაფხულში.

2. დანერგე ჭკვიანი ტექნოლოგიები - სენსორები, რომლებიც არეგულირებს განათებას და ტემპერატურას, იყენებს მხოლოდ იმ ენერგიას, რომელიც რეალურადაა საჭირო. ასეთ სისტემებს უმეტესწილად მოკლე დროში შეუძლიათ ინვესტირებული თანხის დაბრუნება.

3. გამოიყენე განახლებადი ენერგიის წყაროები - მზის პანელები ან გეოთერმული გათბობის სისტემები ბიზნესებისთვის დღეს უკვე ხელმისაწვდომია.

4. ჩაატარე რეგულარული ენერგოაუდიტი - შენობის ენერგომოხმარების პერიოდული ანალიზი დაგეხმარება იპოვო სუსტი წერტილები, რომ მომავალში ეტაპობრივად დანერგო გამოწვევების უფრო ეფექტური გადაწყვეტები.

შენი ოფისის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება შესაძლებელია ბლოგში განხილული ცვლილებების ეტაპობრივად განხორციელებით. ხშირად საკმარისია მცირე, თანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებიც დროთა განმავლობაში დიდ შედეგს მოიტანს. დაიწყე ყველაზე მარტივითა და ხელმისაწვდომით და შექმენი მომავლის ოფისი - მწვანე, ადამიანზე ორიენტირებული და ფინანსურად ხელმისაწვდომი.

დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ტრენინგზე „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

ქალაქი თბილისი, თიბისი კონცეპტის მეოთხე სართული (მარჯანიშვილის ქ.7)

21 ოქტომბერი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

13 ოქტ. 2025