globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

რა არის ეთერიუმი?

22 მაი. 2026
etherium

თუ ბიტკოინს "ციფრულ ოქროს" ადარებენ, ეთერიუმი უფრო მეტად გლობალურ კომპიუტერულ სისტემას ჰგავს. ის კრიპტოსამყაროში რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივია, თუმცა მისი დანიშნულება ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე უბრალოდ დანაზოგის შენახვა ან ტრანზაქციების გატარება.

რით განსხვავდება ეთერიუმი ბიტკოინისგან?

ბიტკოინის მთავარი ფუნქცია ღირებულების შენახვა და გადარიცხვაა. ეთერიუმი კი არის პლატფორმა, რომელზედაც დეველოპერებს სხვადასხვა პროგრამების, აპლიკაციების, აქტივების და ავტონომიური სისტემების შექმნა შეუძლიათ.

ილუსტრაციის მიზნით iOS-ის ან Android-ის ოპერაციული სისტემა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომელზედაც ათასობით აპლიკაცია და ფუნქციონალი არის დაშენებული. ეთერიუმიც ასეთი ოპერაციული სისტემაა, თუმცა ის არა სმარტფონებზე, არამედ ფინანსებზე და ციფრულ აქტივებზე არის მორგებული.

როგორ მუშაობს ეთერიუმი?

ეთერიუმის სისტემა სმარტ კონტრაქტებს ეფუძნება. თავად ეს არის ციფრული შეთანხმება, რომელიც ავტომატურად სრულდება მაშინ, როცა გარკვეული პირობები კმაყოფილდება. ჭკვიანი კონტრაქტის მოქმედებას არ სჭირდება შუამავალი, მაგალითად: იურისტი, ბროკერი ან ბანკი – კოდი ყველაფერს ავტომატურად აკონტროლებს. ამასთან, ბლოკჩეინის დამსახურებით, კონტრაქტების გაყალბება შეუძლებელია, რაც ეთერიუმის სისტემას დაცულს და ეფექტიანს ხდის.

გასათვალისწინებელია, რომ ხშირად სისტემასაც და კრიპტოვალუტასაც ეთერიუმს ვუწოდებთ, თუმცა, რეალურად, ორ სხვადასხვა რამესთან გვაქვს საქმე: Ethereum არის თავად სისტემა, ხოლო Ether (ETH) ამ სისტემის ვალუტაა, რომელში ინვესტირება შენც შეგიძლია.

როდესაც ვინმე ეთერიუმის ქსელს იყენებს, მას სჭირდება ETH, რათა ქსელის მომსახურების საკომისიო გადაიხადოს. სწორედ ამიტომ აქვს ამ კრიპტოვალუტას ღირებულება. თანაც, რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს ეთერიუმის პლატფორმას, მით მეტად იმატებს მოთხოვნა კრიპტოვალუტა ETH-ზე, რაც მის ფასს ზრდის.

რატომ არის ეთერიუმი ინვესტორისთვის საინტერესო?

პირველ რიგში, ეთერიუმზე აგებულია თანამედროვე დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), ავტონომიური აპლიკაციების და პროტოკოლების დიდი ნაწილი. ამასთან, ციფრული აქტივების, ხელოვნების და NFT-პროექტების ბუმი სწორედ ეთერიუმის ქსელში დაიწყო. გარდა ამისა, ეთერიუმი მუდმივად იხვეწება და განახლებებთან ერთად ის უფრო სწრაფი, მრავალფუნქციური და ეფექტიანი ხდება, რაც მასზე მოთხოვნას ზრდის.

ბიტკოინის მსგავსად, ეთერიუმში ინვესტირებაც თიბისის აპლიკაციით არის შესაძლებელი. რაც მთავარია, დაბანდება შეგიძლია $1-დან დაიწყო.

გაითვალისწინე: კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

22 მაი. 2026