globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

მოიპოვე აღიარება და მიიღე ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

30 მაი. 2025
ქალები

თიბისი, უკვე წლებია, სხვადასხვა პროექტისა და ინიციატივის ფარგლებში ქალ მეწარმეებს უჭერს მხარს.

ორი წლის წინ თიბისიმ ბიზნესსოციუმს საინტერესო სიახლე შესთავაზა და პარტნიორებთან ერთად გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის ჯილდო დააწესა. ჯილდო გადაეცემა იმ ბიზნესს, რომელიც აცნობიერებს ქალთა გაძლიერების მნიშვნელობას, ხედავს იმ ბარიერებს, რასაც ქალები აწყდებიან და აქტიურად მოქმედებს მათ აღმოსაფხვრელად.

გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც კომპანიის შიდა პოლიტიკებში – მაგალითად, ქალთა მაღალი პროცენტული წილი სამუშაო ძალასა და მენეჯერულ პოზიციებზე, თანასწორობის პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა – ასევე, გარე ინიციატივებში, როგორებიცაა ქალი მეწარმეების მხარდაჭერა, საზოგადოებაში გენდერულ თანასწორობაზე ცნობიერების ამაღლება, ქალებისთვის განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.

აღნიშნული ჯილდო გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ნომინაციის ქვეშ გაიცემა.

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობისთვის კომპანია გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. შეფასების კრიტერიუმები განსაზღვრავს, თუ რამდენად მასშტაბურად და შედეგიანად ახორციელებს ის პასუხისმგებლიან საქმიანობას.

რა კრიტერიუმები შეუძლია, გაითვალისწინოს კომპანიამ ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მისაღებად?

მიდგომა გენდერული ბარიერების დასაძლევად - რამდენად სისტემურად და სტრატეგიულად უდგება კომპანია გენდერული ბარიერების აღმოფხვრას.

კომპანიის შიდა და გარე ინიციატივები - ახორციელებს თუ არა რეალურ ცვლილებებს შიდა პოლიტიკების დანერგვითა თუ ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების განხორციელებით.

ინკლუზიურობა და მდგრადობა - რამდენად არის გამყარებული გენდერული თანასწორობის პრინციპები კომპანიის საქმიანობის ყველა ეტაპზე.

გრძელვადიანობა და მასშტაბირება - აქვს თუ არა გენდერული თანასწორობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს ზრდის პოტენციალი.

ბენეფიციართა ჩართულობა -არიან თუ არა ქალები თავად ჩართული კომპანიის მიერ შემუშავებული ინიციატივების შექმნასა და განხორციელებაში.

საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება - რამდენად ნერგავს კომპანია მაგალითად, ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) ან სხვა საერთაშორისო ჩარჩოებს ბიზნესსაქმიანობაში.

თუ წარმოადგენთ კომპანიას, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და თქვენთვის ბიზნესში ქალთა როლის გაზრდა პრიორიტეტია, ეს ნომინაცია უნიკალური შესაძლებლობაა, წარადგინოთ თქვენი მიღწევები და დაანახოთ საზოგადოებასა და სხვა ბიზნესებს მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობა.

გისურვებთ წარმატებებს!

თიბისის ბიზნესდაჯილდოებაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე: ბიზნეს დაჯილდოება 2025

30 მაი. 2025