globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

„ლილისი“ — ტკბილეული, რომელიც ბავშვურ სიხარულს აცოცხლებს

18 სექ. 2025
857A8931

თბილისში, უკვე, წლებია არსებობს ტკბილეულის საწარმო „ლილისი”, სადაც ვანილის ტკბილი და თავბრუდამხვევი, კარამელის თბილი და დარიჩინის მკაცრი ნოტებით შეზავებული სურნელი ქმნის გასაოცარ სიმყუდროვეს, რომელიც ჯერ მაგნიტივით გიზიდავს, მერე კი, დაუკითხავად გიბიძგებს ბავშობის მოგონებებში და ყველაზე ბედნიერ წუთებს ხელახლა განგაცდევინებს - ბებიის სახლი, სამზარეულოში ფუსფუსი, მსოფლიოში ყველაზე გემრიელი მოხარშული კრემი და შენი დაბადების დღის ტორტის მორთვის სათუთი მომენტი, როდესაც განცდას, ნერვიულობას და დაძაბულობას, შედეგის ნახვით მოგვრილი აღტაცება და აღფრთოვანება ცვლის. ეს ჯადოსნური სივრცე, ქეთევან ხუნწარიამ და მისმა დამ, ლიკამ შექმნეს, უფრო სწორედ, ბავშვობის მოგონებები გააცოცხლეს. ინსპირაცია, ბებიის რეცეპტების რვეული გახდა.

„პირველი რაც მოვამზადეთ, ამ რეცეპტების რვეულიდან, ბებოს ცნობილი კრემი იყო. ძალიან გაგვიხარდა, როცა ვნახეთ რომ გამოვიდა და ისევ ისეთი გემრიელი იყო, როგორც ჩვენს ბავშვობაში. ყოველთვის გვაბედნიერებს მე და ჩემს დას ბებიასთან ერთად გატარებული ბავშვობის მოგონებები, რომელიც ცხობას და გემრიელ ტკბილეულს უკავშირდება. სულ ვოცნებობდით ამ გემოების აღდგენაზე. სწორედ ამ ნაცნობი ტკბილეულის მომზადების ინსპირაციით შეიქმნა „ლილისი”, — იხსენებს ქეთევან ხუნწარია.

ბებოს კრემი, ის გამორჩეული პროდუქტი იყო, რომლის გარშემოც აიგო პირველი საკომუნიკაციო კამპანია. აღმოჩნდა, რომ „ბებოს კრემის გემო” მეხსიერებაში თითქმის ყველას გვაქვს შემონახული ტკბილ მოგონებად.

„ლილისიში“ ძველი რეცეპტისა და თანამედროვე ევროპული გემოების სინთეზიც ფრთხილად და გემოვნებით გაკეთდა. მომხმარებელმა მალევე დაინახა, გასინჯა, დააფასა და დადებითად შეაფასა „ლილისის” მცდელობები და ოთხი თანამშრომლით დაწყებული საწარმო დღეს უკვე, 50-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარი გუნდია.

ბუნებრივია, განვითარების გზაზე ბევრმა გამოწვევამ იჩინა თავი. როგორც ქეთევანი აღნიშნავს, საკონდიტრო წარმოება მუდმივად სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს „ლილისისთვის“ ახალი ცოდნის და განვითარების შესაძლებლობაა. „გამოწვევები არის ის, რაც გვაძლიერებს და არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ეს საქმე ცოცხალი ორგანიზმივითაა, რომელთანაც ყოველდღიურ დიალოგში ვართ“. სწორედ ამ მიდგომამ აქცია „ლილისი“ მუდმივად ცვალებად, ადაპტირებად და ინოვაციურ ბრენდად.

„ლილისი“ მხოლოდ ტკბილეული არაა. ბრენდის მიზანია, თითოეულ სტუმარს მცირე ბედნიერება აჩუქოს. „ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც თითოეული დესერტი სითბოსა და ემოციის მატარებელია“, - ამბობენ „ლილისიში“. სწორედ ამ ემოციას ემატება მუდმივად განახლებადი მენიუ, რომელშიც რეტრო და ევროპული გემოების თანამედროვე სინთეზია წარმოდგენილი.

2022 წლიდან „ლილისიმ“ ახალი ნაბიჯი გადადგა — გახსნა სასაუზმე სივრცე „Nibble“, რომელმაც 2024 წლიდან ფურშეტის და ქეითერინგის მიმართულებაც განავითარა.

„ამ გზაზე თიბისი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია… თიბისის მხარდაჭერამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეგეგმა ზრდა, განგვეხორციელებინა ახალი პროექტები და გამოგვემუშავებინა თანამედროვე სტანდარტების საწარმო. ეს არის პარტნიორი, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდით დგას — მაშინაც, როცა გვჭირს და მაშინაც, როცა ზრდა და გაფართოება გვინდა“.

„ლილისი“ განვითარების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ექვსი წლის განმავლობაში ბრენდმა ბევრი სიახლე შესთავაზა ბაზარს, თუმცა წინ კიდევ მეტი სიახლეა მასშტაბური გეგმების სახით, რომლის განხორციელებაც მალე დაიწყება.

„უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საწარმოს გაფართოებას, რათა „ლილისის“ უგემრიელესი ტკბილეული ყველასთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. პარალელურად, ვაძლიერებთ ფურშეტის მიმართულებას და ბევრ სიურპრიზს გპირდებით. და ეს ყველაფერი არ არის — მალე შემოგთავაზებთ სრულიად ახალ ბრენდს“, — აღნიშნავს ქეთევანი.

„ლილისი“ არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბებიის ძველი რეცეპტი გადაიქცეს თანამედროვე ბრენდად, რომელიც სიხარულს და სითბოს ანიჭებს ადამიანებს. ამიტომ „ლილისიში“ მხოლოდ ნამცხვრები არ იყიდება, „ლილისი“ გთავაზობთ გემოს, რომელიც აღვიძებს მოგონებებს, ოღონდ, მხოლოდ კარგ მოგნებებს თქვენი ბედნიერი ბავშვობიდან.

18 სექ. 2025