globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

სითი მენეჯმენტ გრუპი — სანდოობა, გამოცდილება და განვითარება ერთ კომპანიაში

12 ნოე. 2025
cover

სითი მენეჯმენტ გრუპი ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანია, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და სანდოობით შეძლო ბაზარზე ლიდერის პოზიციის დამკვიდრება. კომპანია დაფუძნდა 2012 წელს, როგორც დასუფთავების სერვისის მიმწოდებელი, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციასა და კომპანიას ემსახურებოდა. თუმცა, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, პრაქტიკამ და ბაზრის მოთხოვნამ ახალი გზები გახსნა — სწორედ ასე დაიწყო სითი მენეჯმენტ გრუპის ტრანსფორმაცია სრულფასოვან მენეჯმენტ კომპანიად.

„დასუფთავების იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და ასე დავიწყეთ. პირველი გამოცდილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, საქმიანობა უფრო მასშტაბურად გაგვეგრძელებინა. დღეს სითი მენეჯმენტ გრუპი აუთსორსზე დასუფთავების მიმართულებით 50-მდე მსხვილ კომპანიას და 26 საცხოვრებელ კომპლექსს ემსახურება. უზრუნველყოფს ათასობით მობინადრეს მიაწოდოს ხარისხიანი და გამართული მომსახურება“, — აღნიშნავს ნიკა ჯორბენაძე, სითი მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელი.

2017 წლიდან კომპანიის საქმიანობა მნიშვნელოვნად გაფართოვდა: დასუფთავების სრულ მომსახურებას, რაც გულისხმობს ნებისმიერი ტიპის ობიექტის გენერალურ თუ რემონტის შემდგომ დალაგებას როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისთვის, დაემატა საცხოვრებელი კომპლექსების მოვლის სერვისი — მათ შორის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური მხარდაჭერა, ლიფტებისა და აუზების მომსახურება, საერთო სივრცეების მოვლა და სხვა აუცილებელი სამუშაოები, რაც მობინადრეებისთვის კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოს ქმნის.

ნიკას თქმით, სითი მენეჯმენტ გრუპის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ გამოცდილებაა. „ალბათ, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც საქართველოში საცხოვრებელი კომპლექსების მომსახურება დაიწყო. და, ვფიქრობ, სანდო კომპანია — ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე“.

მნიშვნელოვან როლს კომპანიის განვითარებაში თიბისი ბანკთან თანამშრომლობაც ასრულებს. ურთიერთობა ბანკთან ჯერ კიდევ დასაწყისიდან ჩამოყალიბდა და წლების განმავლობაში კიდევ უფრო განმტკიცდა. როგორც ნიკა აღნიშნავს, თიბისის სახელფასო სერვისები და საკრედიტო ხაზი დიდი კომფორტია, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ უზრუნველყოფილია სტაბილური ფინანსური ციკლი — თანამშრომლებს ხელფასი დროულად ერიცხებათ, ხოლო კომპანიას შესაძლებლობა აქვს, ოპერაციული პროცესები შეუფერხებლად წარმართოს.

დღეს სითი მენეჯმენტ გრუპი თბილისის მასშტაბით ფართო ქსელით მუშაობს, ხოლო ბათუმში მცირე, მაგრამ მზარდი რესურსით არის წარმოდგენილი. კომპანიის მთავარი მიზანი მომავალშიც იგივე რჩება — განვითარდეს, განავითაროს მომსახურების ხარისხი და კიდევ უფრო მეტი საცხოვრებელი კომპლექსისთვის გახდეს სანდო პარტნიორი.

სითი მენეჯმენტ გრუპი — ეს არის კომპანია, რომელიც ქმნის მოწესრიგებულ გარემოს, აერთიანებს სანდო გუნდს და წლების გამოცდილებას პრაქტიკაში ყოველდღიურად გარდაქმნის ხარისხიან მომსახურებად.

12 ნოე. 2025