chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

Visa - თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ის ერთგული მხარდამჭერი

19 ივნ. 2025
blog-1

თიბისის ბიზნესდაჯილდოება უკვე მეცხრედ იმართება და წელს ბიზნესების რეკორდული რაოდენობა დარეგისტრირდა- რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მეწარმეებს თვითგამოხატვისა და პროფესიული განვითარების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრდათ. 443-მა უკვე დაიჯერა, რომ წარმატება გზაშია.

ბიზნესდაჯილდოების მხარდამჭერებს შორის წელსაც ერთ-ერთი გამორჩეული პარტნიორია Visa – გლობალური ბრენდი, რომლისთვისაც ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა და მდგრადი განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მსგავსი ინიციატივები ბევრად მეტია, ვიდრე პარტნიორობა – ეს არის შესაძლებლობა, შევქმნათ რეალური ცვლილება ადგილობრივ ბიზნესგარემოში,“ – ამბობს დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში. დიანა ხაზს უსვამს იმ გამოცდილებას, რაც ოთხწლიან ერთგულ პარტნიორობას დაუგროვდა. კომპანიისთვის ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმ სტრატეგიული მიზნისა, რაც მოიცავს მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას, ფინანსურ ჩართულობას და გლობალურ ბაზრებზე წვდომის გაძლიერებას.

„თიბისის ბიზნესდაჯილდოება გამორჩეული პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს წარმატებულ მეწარმეებს, ახალ წამოწყებებსა და იმ მოთამაშეებს, რომლებიც რეალურ ცვლილებებს ახორციელებენ ქართულ ბიზნესგარემოში,“ – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

Visa წელს „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის“ ნომინაციის მხარდამჭერია. დიანა კიღურაძე თავად არის ჟიურის წევრი და როგორც ამბობს, ფინალისტთა შერჩევისას განსაკუთრებული შთაბეჭდილება იმ სტარტაპებმა მოახდინა, რომლებიც ტექნოლოგიურ ინოვაციაზე დაფუძნებული არიან და მიზნად ისახავენ ბაზრის რეალურ ცვლილებას.

„ჩემი მოლოდინები გამართლდა. მივიღეთ ისეთი სტარტაპები, რომლებსაც აქვთ ძლიერი მოტივაცია, ზრდის პოტენციალი და გონივრული ხედვა.“

დიანას თქმით, გარდა იმისა, რომ პროექტი უკვე მიღწეულ წარმატებებს აღიარებს,ბიზნედაჯილდოება სტარტაპებისთვის ერთგვარ პროფილურ პლატფორმადაც იქცა –გამოცდილების გაზიარებისთვის და ხილვადობის გასაზრდელად.

2025 წლის ბიზნესდაჯილდოება კიდევ ერთი დასტურია, რომ წარმატება იმ გზაზე იბადება, რომელსაც მეწარმეები ყოველდღიურად გადიან. Visa-ს მსგავს გლობალურ ბრენდებს კი თავიანთი მხარდაჭერით შეუძლიათ ეს გზა უფრო ხილვადი და მდგრადი გახადონ.

19 ივნ. 2025