chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

მდგრადი ტურიზმი: პასუხისმგებლიანი მიდგომა, რომელიც ბიზნესს ზრდის

15 აპრ. 2025
Artboard 46 copy 6-100

ტურიზმი სწრაფად მზარდი სექტორია, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. გასულ წელს ტურიზმმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 13% შეადგინა, ხოლო 2025 წლისთვის ამ სექტორიდან მიღებული შემოსავლის 4.5 მილიარდ დოლარამდე ზრდაა მოსალოდნელი.

თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება, სწრაფ ზრდასთან ერთად ჩნდება ახალი გამოწვევებიც – განსაკუთრებით გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. იცით თუ არა, რომ ტურიზმით გამოწვეული ნახშირორჟანგის გაფრქვევის 20%-ზე მეტი მხოლოდ სასტუმროებზე მოდის? ეს დაკავშირებულია მათ მიერ მოხმარებულ ენერგიასთან, ტრანსპორტსა და ნარჩენების წარმოქმნასთან.

ერთ-ერთი ეფექტური გზა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად მდგრადი ტურიზმის განვითარებაა.

რატომ არის მდგრადი ტურიზმი მნიშვნელოვანი?

მდგრადი ტურიზმი გულისხმობს ტურისტული საქმიანობის ისე დაგეგმვასა და მართვას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ბუნებაზე უარყოფითი ზემოქმედება და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიები. ეს მოიცავს ჭკვიან, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებზე გადასვლას, ნარჩენების მართვასა და განახლებადი რესურსების ყოველდღიურ ოპერაციებში დანერგვას.

პრაქტიკული მაგალითებია:

  • მზის პანელებისგან მიღებული ელექტროენერგიის გამოყენება

  • ჭკვიანი განათების სისტემების, სენსორული განათებებისა და LED სანათების გამოყენება

  • პლასტმასის, ქაღალდისა და სხვა ტიპის ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება

  • წყლის დაზოგვის ტექნოლოგიებისა და ჭკვიანი სისტემების დანერგვა

  • ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება

  • ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოყენება და ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა

მდგრადი ტურიზმი არ არის მხოლოდ ბუნებაზე ზრუნვა – მას პირდაპირი სარგებელი მოაქვს თავად ბიზნესისთვისაც.

თანამედროვე მოგზაური სულ უფრო ხშირად ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც გარემოზე პასუხისმგებლიანი მიდგომებია დანერგილი. მომხმარებლების ნაწილი 10-30%-ით მეტს იხდის ეკომეგობრულ შეთავაზებებში, რაც ზრდის კომპანიის შემოსავლებსა და აძლიერებს ბრენდის რეპუტაციას. ეს ნიშნავს, რომ ეკომეგობრული შეთავაზებები სასტუმროებისთვის კონკურენტულ უპირატესობად იქცა.

ტურიზმის სფეროში მოქმედი კომპანიებისთვის მდგრადი ტურიზმის პრაქტიკების დანერგვა არა მხოლოდ ხარჯების შემცირებისა და ეკონომიკური მდგრადობის კარგი საშუალებაა, არამედ არის კომპანიისადმი მომხმარებლის ნდობის გამყარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების გზა. ისეთი ქმედებები, როგორებიცაა პლასტმასისა და ქაღალდის შეგროვება ან მომხმარებლისთვის ეკომეგობრული სატრანსპორტო საშუალებების შეთავაზება, ხაზს უსვამს კომპანიის პასუხისმგებლობას გარემოსადმი და ზრდის ბრენდის მიმართ სანდოობას, რაც დადებითად აისახება როგორც ბრენდის იმიჯზე, ასევე ბიზნესის ფინანსურ განვითარებაზე.

თუ გსურს, მეტი გაიგო მდგრადი ბიზნესისა და მდგრადობის სხვა მიდგომების შესახებ, დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ტრენინგზე „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.

ტრენინგი გაიმართება 25 აპრილს თბილისში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში.

სარეგისტრაციო ბმული: დარეგისტრირდი 🌏 ESG აკადემია

15 აპრ. 2025