გიფიქრია, რომ კომპანიის მდგრადი ქცევა შეიძლება ავტომობილის შეცვლით დაიწყოს?
ტრანსპორტი დღესაც რჩება სათბური აირების გაფრქვევის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ: ის პასუხისმგებელია გლობალური გამოფრქვევების დაახლოებით 25%-ზე, რასაც უმეტესად შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები იწვევს. ტრანსპორტით სარგებლობა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა გამოსავალი არსებობს — ელექტრომობილები, რომლებიც მთლიანად ელექტროენერგიაზე მუშაობენ. ისინი არ გამოყოფენ გამონაბოლქვს.
ამ ბლოგში გაიგებ, როგორ ამცირებს ელექტროტრანსპორტზე გადასვლა ნახშირორჟანგის გამოფრქვევას გარემოში, გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯებს და აძლიერებს კომპანიის მდგრადობის სტრატეგიას.
მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ონლაინ ვებინარზე, რომელიც 2 სესიად, 25 და 28 ნოემბერს ჩატარდება.
ელექტროტრანსპორტი - სწორი ინვესტიცია
ბიზნესში ერთ-ერთი მთავარი კითხვა ასეთია: „ღირს თუ არა ინვესტიცია?“, კვლევების მიხედვით, პასუხი დადებითია. შიგაწვის ძრავიან ავტომობილებთან შედარებით, ელექტრომობილების მფლობელები წელიწადში საშუალოდ 40–65%-ით ნაკლებს ხარჯავენ გადაადგილებისთვის, ხოლო მანქანის ტექნიკური მომსახურება დაახლოებით 40%-ით იაფი ჯდება.
დიდი ავტოპარკების შემთხვევაში ეს განსხვავება ათასობით ლარს შეადგენს. რაც უფრო მეტია ელექტრომობილების წილი კომპანიაში, მით უფრო აშკარა ხდება ეკონომია — როგორც საწვავის, ისე მომსახურების მიმართულებით.
ასევე, შესაძლებელია ელექტროტრანსპორტის განახლებად ენერგიასთან, მაგალითად, მზის ან ქარის სისტემებთან დაკავშირება. ამ გზით, ავტოპარკი ნულოვანი გამოფრქვევების მქონე განახლებადი ენერგიით დაიმუხტება, რაც მთლიანად ცვლის კომპანიის მდგრად მიდგომებს.
პასუხისმგებლიანი ბიზნესის უმნიშვნელოვანესი როლია გარემოსა და ადამიანებზე ზრუნვა, რასაც პარტნიორები, მომხმარებლები და თანამშრომლები თანაბრად აქცევენ ყურადღებას. ელექტროტრანსპორტზე გადასვლა კომპანიის მდგრადობისა და ESG სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე ხილვადი ნაწილი შეიძლება გახდეს.
ელექტროტრანსპორტზე გადასვლის ეტაპები
ელექტროტრანსპორტზე გადასვლა კომპანიისთვის ეტაპობრივი და თანმიმდევრული პროცესია, მნიშვნელოვან ცვლილებებს დრო სჭირდება. გიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას:
პირველ რიგში იცვლება ის მანქანები, რომლებიც ყველაზე მეტ საწვავს მოიხმარს.
შემდეგ მონტაჟდება ელექტრომანქანების დამტენი ინფრასტრუქტურა.
ბოლოს კი იწყება ელექტრომანქანების შეძენა და ავტოპარკის განახლება.
ასეთი მიდგომა კომპანიას საშუალებას აძლევს, ფინანსური რესურსი სწორად გადაანაწილოს და ცვლილება ნაკლები დატვირთვით განახორციელოს.
ელექტროტრანსპორტი ერთადერთი არჩევანი არ არის, მაგრამ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტა, რომელიც ერთდროულად ეხმარება გარემოს, ამცირებს კომპანიის ხარჯებს და აძლიერებს პასუხისმგებელი კომპანიის იმიჯს.
მეტი ინფორმაციისთვის დარეგისტრირდი თიბისის ESG აკადემიის ონლაინ ვებინარზე„ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“.
ვებინარი 2 სესიად, 25 და 28 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე Zoom პლატფორმაზე ჩატარდება.