chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტთაღლითებისგან სოციალურ ქსელში?

8 დეკ. 2025
1110x400-3

თანამედროვე რეალობაში თითოეულ ჩვენგანს თითქმის ყველა აპლიკაცია გვაქვს გადმოწერილი სადაც შეტყობინების გაგზავნა შეიძლება. თუმცა, ვიდეოების, ბმულებისა და ფოტოების გასაზიარებლად უმეტესობა სოციალური ქსელის მესენჯერს ვამჯობინებთ. არც ნათესავ-ახლობლებისგან გვიკვირს დღესასწაულებზე ბრჭყვიალა მილოცვები.

თუმცა, სიფრთხილე ციფრულ სამყაროშიც მნიშვნელოვანია. თუ, ახლობელი გაურკვეველ ბმულს გვიგზავნის და გვარწმუნებს, რომ ამ ვიდეოში ჩვენ ვართ მაშინვე უნდა დავეჭვდეთ. დიდია შანსი, რომ საყვარელი გულიკო დეიდის პროფილის მიღმა ინტერნეტთაღლითი იმალებოდეს.

ყველას გვიყვარს საჩუქრები, პრომო კოდები და ბონუს ქულები. ამიტომ როდესაც ნაცნობი კომპანიის facebook-გვერდი საჩუქარს ან ქულების დარიცხვას გვპირდება, ზოგიერთი ჩვენგანი დაუფიქრებლად გადადის ბმულზე, რაც ჩვენს რეალობაში ძალიან სარისკოა.

სჯობს, ყოველთვის დააკვირდეთ ვინ გზავნის შეტყობინებას, მის ვებ-გვერდს და ბმულის მისამართს, რადგან თაღლითები დასახელებაში ხშირად ერთ ასოს ცვლიან. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინტერნეტთაღლითები ნაცნობი კომპანიის სახელით გვთხოვენ აპლიკაციების განახლებას და გადმოწერას. სანაცვლოდ კი, ბონუსებს და საჩუქრებს გვპირდებიან. სინამდვილეში, თუ ამ ბმულზე გადავალთ და ფაილებს გავხსნით ჩვენი ტელეფონი დავირუსდება. მათ კი ყველაფერზე მიეცემათ წვდომა, მათ შორის ტელეფონში შენახულ პაროლებზე, შეტყობინებებზე და სხვა. ისიც ხომ გახსოვთ, რომ სანდო, დაცული ვებ-გვერდები მხოლოდ https:// -ით იწყება?!

თაღლითები ხშირად სოციალურ ქსელში რეკლამას ათავსებენ და მომხმარებელს საიტზე დარეგისტრირების შემთხვევაში მაღალ შემოსავალს ჰპირდებიან. ასევე საკომისიოს სთავაზობენ ადამიანებს თუ მესამე პირს თანხას გადაურიცხავენ. არც ერთმა შემოთავაზებამ არ უნდა დაგვაბნიოს და უნდა მივხვდეთ, რომ ორივე შემთხვევაში მათი მსხვერპლი ვიქნებით.

სხვადასხვა კომპანიის სახელით გავრცელებული რეკლამა სოციალურ ქსელში, რომელიც სთავაზობდა ინვესტირებით მაღალი შემოსავლის მიღებას. მომხმარებელი რეგისტრირდებიან საიტზე შემოსავლის მიღების მიზნით; რის შემდეგაც, ხდება მათთან კომუნიკაცია Whatsapp-ის მეშვეობით.

დიდი კომპანიები თავიანთ ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ხშირად ასაჩუქრებენ ერთგულ მომხმარებლებს, თუმცა საბანკო ბარათის მონაცემები მათ ამისთვის არ სჭირდებათ, თქვენთვის საჩუქრის გადმოსაცემად, მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომრის გაგება სრულიად საკმარისია.

თუ შემოთავაზება იმდენად დაუჯერებელია, რომ ერთ დღეში გამდიდრებას, ლაჟვარდოვან ოკეანის სანაპიროზე ვილას ან ოცნების მანქანას გპირდებათ, დიდი ალბათობით ყალბია. ასეთ ბმულს, სულაც უახლოესი ადამიანი რომ გვიგზავნიდეს მესინჯერში, არ უნდა ვენდოთ.

უნდა გვახსოვდეს, რომ კომპანიები არასდროს გვიგზავნიან მესინჯერით ბმულებს, არც ბარათის მონაცემების შეყვანას და პაროლებს გვთხოვენ. თუ ისე მოხდა, რომ ბმულს მაინც დავაჭირეთ ხელი, არ შევავსოთ ისეთი კითხვარი, სადაც პირად ინფორმაციას, პინ კოდს ან ინტერნეტბანკის პაროლს გთხოვენ.

თუ კი ისე მოხდა, რომ თაღლითებს მაინც მიეცათ წვდომა მონაცემებზე, დაბლოკე ბარათი მობაილბანკიდან ან გაანახლე მობაილბანკის მონაცემები ან თუ აპლიკაციაზე ხელი არ მიგიწვდება ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდი და ოპერატორს სთხოვე ბარათის/მობაილბანკის დაბლოკვა.

8 დეკ. 2025