chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

„ავოკადო“ – როგორ იქცა პანდემიის დროს დაბადებული იდეა წარმატებულ ქართულ ბრენდად

8 ოქტ. 2025
Image

პანდემიის პერიოდში, როცა ცხოვრების ტემპი შენელდა და ადამიანებს ფიქრისთვის მეტი დრო ჰქონდათ, გაჩნდა იდეა, რომელსაც დღეს „ავოკადოს“ სახელით ვიცნობთ. კერძოდ, სულხან ქირიამ გადაწყვიტა, ამ სახელწოდების ქვეშ საკუთარი ავეჯის წარმოება დაეწყო.. და ასე დაიბადა ბრენდი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ხარისხიანი ქართული ავეჯის შექმნაა.

„თავიდანვე გამოწვევებით სავსე გზა გავიარეთ. ფიზიკური მაღაზიების დახურვამ გვაიძულა, საქმიანობა ონლაინ სივრცეში დაგვეწყო. ასეთ პირობებში მომხმარებლებამდე მიღწევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა —საჭირო იყო სწორი აუდიტორიის განსაზღვრა, ნდობის მოპოვება და ცნობადობაზე ზრუნვა. თუმცა სწორედ ეს სირთულეები იქცა ჩვენი ძალისხმევის საფუძვლად… „ავოკადომ“ შეძლო, დაემტკიცებინა, რომ ხარისხი და კომფორტი ქართული წარმოების ავეჯსაც გამოარჩევს“, — აღნიშნავს სულხან ქირია, „ავოკადოს“ დამფუძნებელი.

დღეისთვის „ავოკადო“ არის ბრენდი, რომელიც უმაღლესი ხარისხის მატრასების წარმოებაში სპეციალიზდება. თითოეული პროდუქტი იქმნება ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, რადგან მისი ფილოსოფია მარტივია — ჯანმრთელობა და კომფორტი განუყოფელია. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა არა მხოლოდ კომფორტი იგრძნოს, არამედ დარწმუნებული იყოს, რომ მასზე ზრუნვა თითოეულ დეტალშია ჩადებული“.

იქიდან გამომდინარე, რომ საწარმოს მთავარი ამომავალი წერტილი თავიდანვე მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ავეჯის შექმნა იყო, „ავოკადოს“ სანდო პარტნიორიც სჭირდებოდა გვერდით. „თიბისი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, რადგან მისი მხარდაჭერის მეშვეობით შევძელით წარმოების წარმატებით დაწყება და მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების მიწოდება, რომლებიც ბაზარზე ახალ სტანდარტს ქმნის“.

ამჟამად „ავოკადო“ მომავალს უკვე გლობალური ხედვით განიხილავს. როგორც სულხანი აღნიშნავს, მთავარი ამოცანა არსებული ხარისხის შენარჩუნება და მუდმივი განვითარებაა. ამასთანავე, განიხილავენ ექსპორტის განვითარებას, რათა „ავოკადოს“ ეკომეგობრული მასალებისგან დამზადებული მასალები და სხვა რბილი ავეჯი საქართველოს საზღვრებს გარეთაც იყოს ხელმისაწვდომი. „გარდა ამისა, ვგეგმავთ საწარმოო ბაზების გახსნას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რაც საშუალებას მოგვცემს, მომხმარებლებთან კიდევ უფრო ახლოს ვიყოთ და წარმოების მასშტაბებიც გავზარდოთ“.

ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ იქცა კრიზისი შესაძლებლობად და როგორ შეიძლება ქართული პროდუქტი იყოს ხარისხისა და სანდოობის სინონიმი.

8 ოქტ. 2025