chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

„ნიკოლი“ — საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ქართული ბრენდი

8 აპრ. 2025
cover (1)

„ნიკოლი“ 2017 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე, როგორც საბავშვო ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ადგილობრივი ბრენდი. იდეა ნიკა ნიკოლეიშვილის ოჯახში გაჩნდა — თავდაპირველად აპირებდნენ, უბრალოდ უცხოეთიდან ჩამოეტანათ სხვადასხვა ბრენდის პროდუქცია, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რესურსები მაქსიმალურად გამოეყენებინათ და საკუთარი წარმოება დაეწყოთ.

„ძალიან მცირე მასშტაბით დავიწყეთ, მხოლოდ ორი მკერავი გვყავდა… დღეისათვის კი უკვე 45 დასაქმებული გვყავს კომპანიაში. თუმცა, მიუხედავად საწყისი მცირე რესურსისა, თავიდანვე გვქონდა მკვეთრად გამოხატული ნიშა — ჩვენი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თავისი დიზაინით, მნიშვნელოვნად საქართველოს ბაზარზე არსებული იმპორტირებული პროდუქტისგან. გვსურს, მუდმივად შევინარჩუნოთ ეს ინდივიდუალიზმი და მაღალ ხარისხზე ფოკუსირება“, — აღნიშნავს ნიკა ნიკოლეიშვილი, „ნიკოლის“ დამფუძნებელი.

„ნიკოლის“ განვითარების მასშტაბი უკეთ რომ წარმოიდგინოთ, რამდენიმე გადამწყვეტ ეტაპზე ვისაუბროთ. პირველი, ეს იყო საწარმოს შექმნა — შესაბამისი ტექნოლოგიებითა თუ დანადგარებით აღჭურვილი სივრცის. ამასთან, ბრენდის პროდუქცია თავიდან მხოლოდ ონლაინ იყიდებოდა, 5 თვის შემდეგ კი პირველი ფიზიკური მაღაზია გაიხსნა. ხოლო დღესდღეობით უკვე „ნიკოლის“ ხუთი ფილიალია: 4 მათგანი თბილისშია წარმოდგენილი, ერთი კი — ბათუმში.

ბუნებრივია, თითოეულ ამ გადამწყვეტ ეტაპზე აუცილებელი იყო საჭირო ფინანსების მოძიება. თავიდან ყველაფერი საკუთარი მცირე კაპიტალით დაიწყეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო დიდი ბრენდის გასავითარებლად — მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ადგილობრივ წარმოებას ეხება. ამიტომაც, მიმართეს თიბისის: „ყოველთვის ვამბობ, რომ „ნიკოლის“ დაარსების პირველივე დღიდან ერთგულ დამხმარედ მოგვყვება თიბისი. ისეთ რთულ პერიოდებშიც კი გვიწყობდა განვითარებაში ხელს, როგორიც კოვიდპანდემია იყო… მაშინ ყველას ახალ რეალობაზე გვიწევდა ადაპტირება, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ თიბისის დახმარებით არა მხოლოდ გავუმკლავდით გამოწვევებს, არამედ მეტად გავიზარდეთ“.

ზოგადად, ადაპტირების უნარი აუცილებელია ნებისმიერი ბიზნესისთვის — თანაც ასეთ სწრაფად ცვალებად რეალობაში, როცა ყველაფერი მოულოდნელად იცვლება. თუმცა მხოლოდ ეს უნარი არ კმარა — საჭიროა შესაბამისი ფინანსური რესურსი, რათა თამამად გადადგა ნაბიჯები. „ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თიბისის დახმარება ასრულებს, რადგან ნებისმიერ რთულ სიტუაციასა თუ ახალ ინიციატივაში „ნიკოლის“ გვერდით არიან“, — ამბობს ნიკა ნიკოლეიშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უკვე რამდენიმე წელია, „ნიკოლი“ ექსპორტზეა ორიენტირებული. ამიტომაც, ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებში — მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო იყო ჩინეთი. ასევე, მონაწილეობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში. საბოლოოდ კი, „ნიკოლის“ განვითარების გზა სწორედ აქეთკენ მიდის — გაფართოვდება არა მხოლოდ ადგილობრივად, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

8 აპრ. 2025