გორის რაიონში, 12 ჰექტარზე გაშენებული 25 000 ძირი ვაშლის ინტენსიური ბაღი, მსხმოიარობის პერიოდში ნამდვილად ჰგავს ედემისას. იმ განსხვავებით, რომ ის არც რამდენიმე დღეში შექმნილა და არც მისი გემრიელი ნაყოფის გასინჯვით ჩაიდენთ საკაცობრიო ცოდვას.
ბაღს ორივე მხრიდან მდინარე ჭარებულა ჩამოუდის და ნაკვეთსაც ამავე წყლით რწყავენ. მდინარე არა მხოლოდ ვაშლის ბაღებისთვის აღმოჩნდა მაცოცხლებელი. მაღალ ჭალებში ხშირად მზის სხივიც არ აღწევს და 2008 წლის ომის დროს ხალხი ჭარებულას კალაპოტში აფარებდა თავს.
გიორგი აბესაძემ და თენგიზ ხაბაზიშვილმა მეურნეობას ამ მდინარის სახელი დაარქვეს და წლები, ცოდნა და შრომა ჩადეს ინტენსიური ბაღის გაშენებაში.
პირველი 8000 ნერგი 2020 წელს 4 ჰექტარზე ჩაყარეს, შემდეგ წლებშიც 4-4 ჰექტარი მიამატეს. 2024 წელს კი ახალი ნაკვეთი შეიძინეს, სადაც 20 000 ნერგი დაირგო. ჯამში კომპანიის საკუთრებაში 24 ჰექტარი ვაშლის ბაღია. ახალი ნერგების ნაწილი, სანამ ამ ბლოგს კითხულობთ იტალიაში იტვირთება და ქართლისკენ მოემართება.
ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჰექტარზე ბევრი - 3000-მდე ხე ირგვება. ( როცა ტრადიციულის შემთხვევაში 150-200)მსხმოიარობაში მალე შედიან, გამძლე, ნერგი დაავადებების მიმართ მედეგია, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.
“ჩემი აზრით ახალი ჯიშები უფრო გემრიელია, მაგრამ ქართლში ბაღების 30 % -ში “გოლდენი” ირგვება. ეს ჯიში მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე. ზოგადად, ძვირადღირებული ვაშლი არ არსებობს. ფასი დამოკიდებულია სეზონსა და ხარისხზე. იგივე გოლდენი, თუ ოქტომბერში 1.5 ლარად იყიდებოდა, სამაცივრე მეურნეობაში შენახვის შემდეგ მისი ფასი 3.5 ლარამდე ავიდა. გაყიდვის პრობლემა არ გექნება, თუ მომხმარებელს მაღალ ხარისხს შესთავაზებ”- გვიხსნის თენგიზი.
მაღალი ხარისხი კი ის თამასაა, რომელსაც „ჭარებულაში“ მუდამ ინარჩუნებენ და კომპანიას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებენ. მეურნეობის განვითარების და ვაშლის ნერგების მთავარი შემხიდებელი “თიბისის” შეღავათიანი აგროკრედიტი აღმოჩნდა.
“ამ მხარდაჭერამდე ვერც კი გავბედეთ დიდი სამუშაოები და არც მასშტაბური გეგმები გვქონდა. პირველი სესხიც მცირე იყო, გადავწყვიტეთ ჯერ მოგვესინჯა. იმდენად გაამართლა და ბანკთან ურთიერთობა ისე გაგვიადვილდა, რომ კომპანიის განვითარების სხვა ეტაპზე გავედით. თიბისის მხარდაჭერით შევძელით ახალი ნაკვეთების შეძენა და 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც.”- გვიყვებიან “ჭარებულაში”.
ხარისხზე რომ ეკონომია არ უნდა გააკეთო, მეურნეობაში ამას მალევე მიხვდნენ.
“შეცდომებიც დაგვიშვია. ბეტონის ბოძი სამმაგი ღირდა, ვიდრე აკაციის. იაფი რომ გამოსულიყო, აკაციის შევიძინეთ. თუმცა სამი წლის შემდეგ გამოცვლა მოგვიწია, ასევე მოხდა წვეთოვანი სისტემის შემთხვევაშიც. აი, რაშიც თანხა დავზოგეთ, შევცდით. ამიტომ თუ აკეთებ, მაგარი უნდა უნდა გააკეთო”- ამბობს თენგიზი.
ადამიანს ხანდახან გეგმებს ბუნებაც გირევს. ორი წლის წინ მეურნეობა დაისეტყვა, თუმცა “თიბისი” დაზღვევამ ხარჯები აუნაზღაურა.
კომპანიას 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, სეზონურად კი მათი რიცხვი 25-მდე ადის. მეურნეობა იძლევა საშუალებას რომ 1000 ტონა მოსავალი მიიღოს. სამომავლო გეგმებში შესაფუთი და ჩასაწყობი მასალის ადგილზე წარმოებაცააა.