chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები - Reckless და ალტიჰატი ახალი კოლაბორაციით

11 დეკ. 2025
cover

როგორც წესი, ორი ბრენდის კოლაბორაციის შესახებ ანონსიდან ვიგებთ, შემდეგ საჯარო მემორანდუმი ფორმდება და დაანონსებული პროდუქტიც რამდენიმე თვის შემდეგ ჩნდება დღის სინათლეზე.

საპირისპირო სცენარით განვითარდა თიბისის ბიზნესდაჯილდოების ორი გამარჯვებულის თანამშრომლობა. ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ალპურმა ქოხმა, „ალტიჰატმა“ და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა, “Reckless”-მა საერთო, თემატური ბალაკლავა გამოუშვეს. ამ აქსესუარით ორმა სრულიად განსხვავებულმა, მაგრამ ერთი სულისკვეთების მქონე ბრენდმა, მთის თავისუფლება და ურბანული ენერგია გააერთიანა.

დიზაინერებმა ანკა ქოიავამ, ლიზა ყაჯრიშვილმა და მასო მწარიაშვილმა ,,ალტიჰატიდან’’ გადაღებული მთის პეიზაჟები პატერნად, გრაფიკულ გამოსახულებად აქციეს. ტექსტები კი, რომელიც ბალაკლავაზე დაიტანეს, Reckless-ის მკაფიო მესიჯს და ,,ალტიჰატის’’ ხასიათს ერთდროულად ატარებს.

„რადგან Street Style და სამთო სპეციფიკა ძალიან განსხვავებულია, ამიტომ ამ აქსესუარზე შევჯერდით. ეფექტურიცაა და მოძრაობაშიც ხელს არ გიშლის“, -ამბობენ დიზაინერები.

ეს კოლაბორაცია არც ერთ ბრენდს კომერციული ინტერესით არ დაუწყია. Reckless -ის აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე აფრიდონიძე ამბობს, რომ როგორც წესი, სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას ფაქიზად ეკიდებიან. ,,ალტიჰატის’’ შემთხვევაში, კი, მალევე მიხვდნენ, რომ გემოვნება, ხედვები და შესრულების ხარისხი ერთმანეთს ემთხვეოდა.

„ორივე ბრენდი თავად ქმნის თემს და ე.წ. community builder-ია. ერთი - ურბანულ გარემოში, ახალგაზრდებთანაა დაკავშირებული, ,,ალტიჰატი’’ კი, ამ გარემოსგან შორს, მაგრამ, ზუსტად თავისუფლების იდეას და ღირებულებებს იზიარებს. გამორჩეული დიზაინით შექმნილ აქსესუარზეც ეს მთავარი მესიჯებია დატანილი“, - ამბობს თორნიკე.

„თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები ჟიურიმ იმიტომ გამოარჩია, რომ ეს კომპანიები ღირებულებებს ქმნიან და ცდილობენ პასუხისმგებლიანი მიდგომით, თავისი კვალი დატოვონ. ვფიქრობ, ამ კოლაბორაციით და ექსკლუზიური პროდუქტით შექმნით, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა ორმა კომპანიამ ახალი ეტაპი დავიწყეთ. გვინდა, მაგალითის მიმცემი გავხდეთ სხვებისთვის. ჩვენი მიდგომა ნიკო ნიკოლაძის სიტყვებს მიჰყვება: ,,შრომა, პატიოსნება და სწავლა“, - ჩვეული ენთუზიაზმით ამბობს „ალტიჰატის“ დამფუძნებელი, ნიკოლოზ ალავიძე.

კოლაბორაციის შესახებ პრეზენტაცია უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ეს თანამშრომლობა ზუსტად პასუხობს თიბისი ბიზნესდაჯილდოების მთავარ გზავნილს - წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს!

11 დეკ. 2025