globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

MiCA ძალაში შედის - ყველაფერი, რაც ინვესტორმა უნდა იცოდეს

30 ივნ. 2026
mica

ევროპაში კრიპტოინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. 2026 წლის 1-ელ ივლისს ევროკავშირის კრიპტოაქტივების მარეგულირებელი ჩარჩო - MiCA - სრულად ამოქმედდება.

ეს მსოფლიოში პირველი ამ მასშტაბის საკანონმდებლო ჩარჩოა, რომლის მიზანია ინვესტორების უკეთ დაცვა, ბაზრის გამჭვირვალობის გაზრდა და კრიპტოინდუსტრიისთვის იმ სტანდარტების დაწესება, რომლებიც ტრადიციულ ფინანსურ სექტორში უკვე მოქმედებს.

რა შეიცვლება 1-ელ ივლისს?

2026 წლის 1-ელ ივლისს სრულდება ე.წ. გარდამავალი პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოსერვისის ნებისმიერი პროვაიდერი, რომელიც ამ დროისთვის MiCA-ს ავტორიზაციას ვერ მიიღებს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირებასა და მომხმარებლების მომსახურებას ვეღარ შეძლებს.

ევროპელი რეგულატორების პოზიცია მკაფიოა - დამატებითი გამონაკლისები ან ვადის გახანგრძლივება აღარ იგეგმება.

რა ელით კომპანიებს?

ბოლო მონაცემებით, ევროკავშირში მოქმედი კრიპტოკომპანიების დაახლოებით 75%-80% ჯერ კიდევ MiCA-ს ლიცენზიის გარეშე ოპერირებს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ბაზრიდან ასობით კომპანია შეიძლება გავიდეს. სხვადასხვა მედიაში განიხილება, რომ ამ სიაში შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კრიპტობირჟა Binance-იც მოხვდეს.

კომპანიების ნაწილმა მომხმარებლებს უკვე გაუგზავნა გაფრთხილებები, რამაც ბევრ ინვესტორს პლატფორმის შეცვლის აუცილებლობა შეუქმნა.

რა უპირატესობა აქვს MiCA-ს ლიცენზიას?

MiCA-ს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში კომპანიები მიიღებენ ე.წ. ევროპულ პასპორტს. ეს ნიშნავს, რომ ერთ ქვეყანაში მიღებული ლიცენზიით მომსახურების შეთავაზებას ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოში შეძლებენ, დამატებითი ლიცენზირების გარეშე.

ეს მათ საშუალებას აძლევს ერთიანი რეგულაციის ფარგლებში ევროკავშირის მრავალტრილიონიან ბაზარზე იმუშაონ.

რა უნდა იცოდეს ინვესტორმა?

მოკლევადიან პერიოდში მილიონობით მომხმარებელი ლიცენზირებულ პლატფორმებზე გადავა, რამაც შესაძლოა ბაზარზე დროებითი ცვლილებები და გარკვეული რყევები გამოიწვიოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში კი MiCA კრიპტოინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევა.

  • მეტი ნდობა - ევროკავშირის ბაზარი ეტაპობრივად გათავისუფლდება არასანდო და თაღლითური კომპანიებისგან.

  • ინსტიტუციური კაპიტალი - მკაფიო რეგულაცია ტრადიციულ ბანკებსა და საინვესტიციო ფონდებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

  • ერთიანი სტანდარტი - ევროკავშირში კრიპტოაქტივებით ვაჭრობა უფრო დაცული და გამჭვირვალე გახდება, ისევე როგორც აქციებითა და ობლიგაციებით ვაჭრობა.

კრიპტოში ინვესტირებისას სანდო ინფრასტრუქტურის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დაიწყე ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკიდან - უსაფრთხოდ, სწრაფად და მარტივად.

გაითვალისწინე: კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

30 ივნ. 2026