მომხმარებლის დაცვა
პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგი არხებით:
თიბისის სატელეფონო სერვის ცენტრში დაკავშირებით: +995 32 2 272727 ; თიბისის ფილიალებსა და სერვისცენტრებში პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის შევსებით; ელექტრონული ფორმით: ციფრული ბანკის, ან ბანკის ვებ.გვერდზე მითითებული ელ.ფოსტის საშუალებით.
პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება განმცხადებლის მომართვისა და საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადისა. საგადახდო მომსახურების შესახებ დაფიქსირებული საჩივრის /პრეტენზიის განხილვის ვადა განისაზღვრება საჩივრის /პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა (ხოლო განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, არა უგვიანეს 35 სამუშაო დღისა). პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში დაფიქსირებული განცხადების/პრეტენზიის განხილვის ვადა განისაზღვრება საჩივრის მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.