თუკი სესხი დამტკიცებულია სხვა ფინანსურ ინსტიტუტში არსებული ვალდებულებების გადაფარვის მიზნობრიობით, სესხის გაცემისას, ვალდებულებების დასაფარად საკმარისი თანხა ჩაირიცხება მსესხებლის ანგარიშზე, ხოლო თანხის ჩარიცხვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მსესხებელი ვალდებულია განახორციელოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაფარვა და შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტებიდან, წარმოადგინოს ცნობა/ები ვალდებულებების არარსებობის შესახებ, რომელიც შესაძლოა იყოს ფასიანი (ღირებულება დამოკიდებულია მომსახურე ფინანსურ ინსტიტუტზე). მსესხებლის მიერ ცნობების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ისევე როგორც, კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების / მოთხოვნების შეუსრულებლობის და/ან დარღვევის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია სესხზე ცალმხრივად შეცვალოს საპროცენტო განაკვეთი (მაქსიმუმ, ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის ოდენობით).