მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით
სახელმძღვანელოს მიზანია:
გააცნოს ქართულ ბიზნესებს ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული რეგულირებები რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების დაცვასთან დაკავშირებით; აუხსნას ის შედეგები, რომლებიც შეიძლება დადგეს სანქციების მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, რაც, მათ შორის, გულისხმობს სერვისებსა და პროდუქციაზე წვდომის დაკარგვას, UK-ის ან/და საერთაშორისო ბანკების მიერ მომსახურებაზე უარის თქმას. ასევე, სახელმძღვანელოში ხაზგასმულია იმ იურიდიული თუ ფიზიკური პირების უშუალოდ დასანქცირების შესაძლებლობა, რომლებიც არ იქნებიან UK-ის სანქციებთან შესაბამისობაში. ჩამოთვალოს ის პრაქტიკული ღონისძიებები, რომლებსაც უნდა მიმართონ ქართულმა ბიზნესებმა აღნიშნული რისკების სამართავად, მათ შორის - როგორ უნდა განხორციელდეს ტრანზაქციაში მონაწილე სხვადასხვა პირის სქრინინგი შესაბამის სიებში, როგორ იდენტიფიცირდეს სავაჭრო შეზღუდვებით აკრძალული საქონლის რუსეთში ექსპორტის შემთხვევაში და ა.შ.

