უსაფრთხოების წესები ბანკომატის გამოყენებისას

ბანკომატის გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების რჩევები. თითოეული მათგანის გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დაცულები იქნებით თაღლითების მიერ სხვადასხვა სახის გაყალბებისგან.

  • ყოველთვის დააკვირდით ბანკომატის ირგვლივ არსებულ გარემოს. არ გამოიყენოთ ბანკომატი, თუ შენიშნავთ საეჭვო გარემოებას ან/და პირებს;

  • ბანკომატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული, თუ ბანკომატის სპეციალური გარე განათების საშუალებები ცუდად ანათებს;

  • ასევე არ გამოიყენოთ ის ბანკომატები, რომლებიც გამოიყურება უჩვეულოდ (ბანკომატს მიმარგერული აქვს რაიმე სახის უჩვეული/არასტანდარტული მოწყობილობა)

  • ბანკომატის გამოყენებისას, ყოველთვის დადექით ბანკომატის კლავიატურის წინ ისე, რომ მესამე პირების თვალთახედვის არეში ვერ მოხვდეს თქვენი ბარათის PIN-კოდის შეყვანის ქმედება;

  • ბანკომატზე, ბარათის PIN-კოდის შეყვანისას, ნუ მისცემთ მესამე პირებს საშუალებას, რომ თქვენი ზურგიდან დაინახონ ბანკომატზე თქვენს მიერ აკრეფილი PIN-კოდი. ყოველთვის დაიმახსოვრეთ თქვენი PIN-კოდი და არასდროს არ დაწეროთ თქვენი ბარათის PIN-კოდი, ბარათის უკანა მხარეს;

  • იმ შემთხვევაში თუ, ბანკომატის გამოყენებით უნდა შეასრულოთ რამოდენიმე ოპერაცია, რეკომენდირებულია, რომ თანხის განაღდების ოპერაცია შეასრულოთ ყველაზე ბოლოს;

  • ბანკომატის გამოყენების დასრულებისას, ყოველთვის დარწმუნდით, რომ:

    • თქვენი ბარათი და თანხა (თანხის განაღდების ოპერაციის შესრულებისას) თქვენ გაქვთ;

    • ნამდვილად დაასრულეთ თქვენს მიერ შესრულებული ოპერაცია. მაგალითად, თუ ბანკომატის ეკრანზე გამოვიდა შეტყობინება ,,გნებავთ სხვა ტრანზაქცია,, კლავიატურაზე ღილაკი "გაუქმება"-ს გამოყენებით დაასრულეთ ოპერაცია ან ეკრანზე განთავსებული გვერდითა ფუნქციონალური ღილაკი "არა"-ს გამოყენებით დაასრულეთ ოპერაცია.

ბანკომატთან დაკავშირებული ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენისას ან კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე +(995 32) 2 27 27 27