Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

გაიცანით თიბისელი AI ჩემპიონები

21 ივლ. 2026
Blog (1)

AI ჩემპიონების პროგრამა AI Literacy ინიციატივის ნაწილია და მისი მიზანია, თიბისში AI-ის შესახებ ცოდნის გაზიარება, პრაქტიკული გამოცდილების შექმნა და ტექნოლოგიების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა. 

AI ჩემპიონები არიან თიბისელები, რომლებიც საკუთარ გუნდებში AI-ის გამოყენების პოპულარიზაციასა და ცოდნის გაზიარებაში მნიშვნელოვან  როლს ასრულებენ.  

შერჩევის პროცესისა და გასაუბრებების შემდეგ დაახლოებით 60 AI ჩემპიონი შეირჩა.  უკვე სამი თვეა, ისინი საკუთარ გუნდებთან მუშაობენ - ატარებენ შეხვედრებს, უზიარებენ კოლეგებს AI ინსტრუმენტებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და საკუთარ გამოცდილებას და ამით თიბისში AI კულტურის გაძლიერებას უწყობენ ხელს. 

 ამ ბლოგით ვიწყებთ AI ჩემპიონების გაცნობის სერიას, სადაც ეტაპობრივად მოგიყვებით იმ თიბისელებზე, რომლებმაც საკუთარი ინიციატივებითა და აქტიურობით განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს გუნდებზე. 

 პირველ ბლოგში ვაკო მიქავა, მარიამ დარახველიძე და შალვა ციკოლია გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, აღმოჩენებსა და იმ რჩევებს, რომლებიც, მათი აზრით, AI-ის გამოყენების დაწყებას ბევრად უფრო მარტივს გახდის. 

 ვაკო მიქავა თიბისიში საკრედიტო ჯგუფის უფროსია. მას ყოველთვის აინტერესებდა ტექნოლოგიები და ის, თუ როგორ ცვლის ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურობას.  

რა იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც AI Champions პროგრამაში ჩაერთე? 

ჩემთვის საინტერესოა არა მხოლოდ AI ინსტრუმენტების ინდივიდუალურად გამოყენებაა, არამედ ისეთი გარემოს შექმნაც, სადაც კოლეგებთან ერთად ვისწავლით და ტექნოლოგიების დახმარებით ყოველდღიურ საქმეს უფრო მარტივად და ეფექტურად შევასრულებთ. პროგრამაში ჩართვის მიზანიც ეს იყო - უახლესი ცოდნის პირველწყაროდან მიღება და ჩემი გუნდისთვის გაზიარება. 

დღეს რომელი AI ინსტრუმენტი ან ფუნქციაა შენთვის ყველაზე აუცილებელი? 

დღეს ყველაზე ხშირად Microsoft Copilot-ს ვიყენებ. ის მეხმარება დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფ ანალიზში, მეილების დამუშავებასა და იდეების ჩამოყალიბებაში. 

განსაკუთრებით აქტიურად ვიყენებ Copilot Notebook-ს, რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ჩემს სამუშაო მასალებთან და პასუხებს მხოლოდ მითითებულ, სანდო წყაროებზე დაყრდნობით აყალიბებს. 

გარდა ამისა, ყოველდღიური სამუშაოს ეფექტიანობის გასაზრდელად უკვე შევქმენი რამდენიმე AI აგენტი და სხვადასხვა ავტომატიზაცია, რომლებიც რუტინულ ამოცანებს მნიშვნელოვნად ამარტივებს. 

რა რჩევას მისცემდი თიბისელს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყენებს AI-ს ყოველდღიურ საქმიანობაში? 

ვურჩევდი, პატარა ნაბიჯები გადადგას. არ არის საჭირო რთული ამოცანებით დაწყება - საკმარისია, მაგალითად, ერთი დიდი მიმოწერის ანალიზი AI-ის დახმარებით. 

როგორც კი პირველად დაინახავს დაზოგილ დროსა და მიღებულ ხარისხიან შედეგს, AI მისი ყოველდღიური მუშაობის ბუნებრივი ნაწილი გახდება. 

 მარიამ დარახველიძემ პროგრამის დაწყებიდან მალევე, აქტიურად დაიწყო ახალი როლის შესრულება. ყურადღება გაამახვილა AI-ის ყოველდღიურ პროცესებში ინტეგრირებაზე, განმეორებადი ამოცანების გამოვლენასა და უსაფრთხო გამოყენების პრაქტიკის გაზიარებაზე. 

რომელ AI ინიციატივაზე იმუშავე, როგორც ჩემპიონმა? 

ჩემთვის, როგორც AI ჩემპიონისთვის, მთავარი მიზანი იყო თანამშრომლებს დაენახათ AI-ის რეალური ღირებულება ყოველდღიურ საქმიანობაში. 

იმის გათვალისწინებით, რომ გუნდი სხვადასხვა პოზიციის, კომპეტენციისა და საჭიროების მქონე თანამშრომლებისგან შედგება, თითოეული მათგანისთვის რელევანტური მაგალითებისა და პრაქტიკული გამოყენების გზების ჩვენებაზე ვიმუშავე. 

რა რჩევას მისცემდი თიბისელს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყენებს AI-ს ყოველდღიურ საქმიანობაში? 

დაიწყე დღესვე - პატარა ნაბიჯებით. 

ყოველდღიურად დაფიქრდი, როგორ შეიძლება AI შენი სამუშაოს მცირე ნაწილში დაგეხმაროს. სწორედ ასე იწყება რეალური ცვლილება. 

არ შეგეშინდეს კითხვების დასმის, ყველა ამ პროცესში ვსწავლობთ, ვაგროვებთ გამოცდილებას და ვიზრდებით. პირველი წარმატებული შედეგი კი აუცილებლად მოგცემს მოტივაციას, კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენო AI ყოველდღიურ საქმიანობაში. 

შალვა ციკოლიას აზრით, მომდევნო წლებში ხელოვნური ინტელექტი თიბისის მუშაობის ბუნებრივ ნაწილად იქცევა და იდეიდან განხორციელებამდე გზას მნიშვნელოვნად შეამოკლებს. სწორედ ამიტომ, მისი მიზანია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ერთდროულად იქნება ინოვაციური, მოაზროვნე და უსაფრთხო. 

როგორ წარმოგიდგენია AI-ის როლი თიბისში მომდევნო რამდენიმე წელში? 

როცა AI Champions პროგრამაში ჩავერთე, ჩემი მთავარი მიზანი იყო გუნდისთვის დამენახებინა, რომ AI შორეული და რთული ტექნოლოგია არ არის - ის უკვე ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ნაწილია. 

ინფოსეკის გუნდთან მუშაობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ მომავალი ბრმა ავტომატიზაციაში კი არა, ადამიანისა და ტექნოლოგიის გონივრულ და უსაფრთხო თანამშრომლობაშია. ერთი AI ინსტრუმენტის არჩევა რომ შეგეძლოს, რომლის გამოყენებაც ყველა თიბისელმა უნდა დაიწყოს, რომელი იქნებოდა? 

მე უპირატესობას Microsoft Copilot-ს მივანიჭებდი. ყველასთვის, ვინც Microsoft-ის ეკოსისტემაში მუშაობს, ეს დროის დაზოგვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა  იქნება ეს Teams-ის შეხვედრების შეჯამება, Outlook-ში გრძელი მიმოწერების ანალიზი თუ Excel-ში მონაცემების პირველადი დამუშავება. 

თუმცა ყოველთვის ერთ რამეს ვუსვამ ხაზს - Copilot-ის მიერ მომზადებული ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ. AI ძლიერი დამხმარეა, მაგრამ პასუხისმგებლობა საბოლოოდ ჩვენზეა. 

რა რჩევას მისცემდი კოლეგას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყენებს AI-ს ყოველდღიურ საქმიანობაში? 

ინფოსეკის გუნდი საკმაოდ კრიტიკული და სკეპტიკური გარემოა, ამიტომ თეორიით ვერავის დაარწმუნებ. 

ჩემთვის საუკეთესო არგუმენტი პირადი გამოცდილება აღმოჩნდა - AI-ის დახმარებით დავიწყე მუშაობა ახალ SaaS პლატფორმაზე და მისი MVP-იც შევქმენი. სწორედ ამ რეალურმა შედეგმა დაარწმუნა ჩემი გუნდიც. 

თუ ჯერ კიდევ ყოყმანობ, უბრალოდ სცადე, მაგრამ ყოველთვის უსაფრთხოების წესების დაცვით. არასოდეს გაუზიარო AI-ს კონფიდენციალური ინფორმაცია, პერსონალური მონაცემები ან პაროლები. 

 ეს პროგრამა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მხოლოდ ახალი ინსტრუმენტების დანერგვა არ არის, ის ადამიანებით იწყება. როცა თანამშრომლები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ, სწავლა უფრო მარტივი, ცვლილებები კი უფრო ბუნებრივი ხდება.

21 ივლ. 2026