მობაილანკის მთავარი მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველა საჭიროება და შედეგად, ადამიანების ყოველდღიურობა გაამარტივოს
სწორედ ამიტომ, მაისში მობაილბანკს რამდენიმე მნიშვნელოვანი განახლება დაემატა, რომლებიც დროს გიზოგავს, ფინანსების მართვას ამარტივებს და ახალ შესაძლებლობებს გიხსნის.
ოვერდრაფტი რამდენიმე წუთში, კრიპტო პლატფორმა, უფრო ზუსტი ფინანსური ანალიზი და გაუმჯობესებული ფუნქციონალები - ეს მხოლოდ ნაწილია იმ სიახლეებისა, რომლებიც მობაილბანკში შენთვის შეიქმნა.
ოვერდაფტის დამტკიცება ახლა უკვე ფილიალში მისვლის გარეშე შეგიძლია
ოდესმე თუ ოვერდრაფტის გააქტიურება დაგჭირვებია, იცი, რომ ეს პროცესი აქამდე ფილიალში მისვლას ან ქოლ-ცენტრთან დაკავშირებას მოითხოვდა.
ახლა კი ყველაფერი შეიცვალა - ოვერდრაფტის დამტკიცება პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია და მთელი პროცესი სულ რაღაც 1-2 წუთს გართმევს.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე, საქართველოს ბაზარზე ოვერდრაფტის სრულად ციფრულად დამტკიცების შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
კრიპტოაქტივებით ვაჭრობა უკვე ნებისმიერ დროს, მობაილბანკიდანაა შესაძლებელი
თუ კრიპტოაქტივები გაინტერესებს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სწორედ შენთვისაა.
მობაილბანკს კრიპტო პლატფორმა დაემატა, რომელიც 60-მდე კრიპტოაქტივით ვაჭრობის შესაძლებლობას გაძლევს. ყიდვა და გაყიდვა 24/7 რეჟიმში შეგიძლია, პირდაპირ მობაილბანკიდან, დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და ცალკე რეგისტრაციის გარეშე.
ეს ნიშნავს, რომ კრიპტოაქტივებზე წვდომა უკვე იმავე სივრცეში გაქვს, სადაც შენს ანგარიშებს, ბარათებსა და სხვა საინვესტიციო პროდუქტებს მართავ.
„ჩემი ფინანსები“ ახლა კიდევ უფრო ზუსტ სურათს აჩვენებს
ფინანსების მართვა მხოლოდ ხარჯების დათვლას არ ნიშნავს - მნიშვნელოვანია, რომ სტატისტიკა რეალურად ასახავდეს შენს ყოველდღიურობას.
სწორედ ამიტომ, „ჩემი ფინანსების“ ფუნქციონალს ახალი შესაძლებლობა დაემატა. ახლა შეგიძლია ფინანსური სტატისტიკიდან ამოიღო ის ტრანზაქციები, რომლებიც შენს რეალურ ხარჯვით ქცევას არ ასახავს.
შედეგად, შენი ფინანსური სურათი უფრო ზუსტი ხდება, ხოლო ხარჯების ანალიზი - უფრო სასარგებლო.
QR-ით თანხის განაღდება კიდევ უფრო მოსახერხებელი გახდა
ბანკომატიდან QR-ით თანხის გამოტანა ბევრისთვის უკვე ყოველდღიური პროცესია.
ახლა კი, სანამ თანხას გაანაღდებ, შეგიძლია შეამოწმო, რომელი კუპიურებია კონკრეტულ ბანკომატში ხელმისაწვდომი.
შექმნილია ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ყოველი განახლება ერთ მიზანს ემსახურება - ყოველდღიური ფინანსური საკითხების მართვა უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს.
თუ ჯერ არ გამოგიცდია ახალი ფუნქციონალები, დროა განაახლო მობაილბანკი და თავად აღმოაჩინო მისი შესაძლებლობები.