globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

პირველი ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზისაკენ: ისწავლე C++ ტექ ოლიმპიადების ჰაბში

8 სექ. 2026
Blog Cover (1)

საქართველო 30 წელზე მეტია საერთაშორისო ტექნოლოგიური ასპარეზის ნაწილია. ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ 11 ოქროს, 21 ვერცხლისა და 66 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წელს BTU-სა და თიბისის პარტნიორობით დაარსებულმა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბმა ეს მემკვიდრეობა მასშტაბურ ეროვნულ პლატფორმად აქცია. დღეს კი ჰაბი ახალ ეტაპზე გადადის და ახალი თაობისთვის დაპროგრამებისა და ალგორითმების სასერტიფიკატო კურსებს იწყებს.

თუ ხარ სკოლის მოსწავლე მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, ტექნოლოგიების სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა, მიიღო საბაზისო ცოდნა და გახდე საერთაშორისო ასპარეზის ნაწილი. 

„კურსების საშუალებით მსმენელები შეძლებენ დაეუფლონ დაპროგრამების და ალგორითმების თეორიის საფუძვლებს, ჩაერთონ ეროვნულ ოლიმპიადებში, გაიარონ სიღრმისეული ინტენსიური გადამზადება და შემდგომში გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები საერთაშორისო ასპარეზზე,“ - ტექ ოლიმპიადების ჰაბის ხელმძღვანელი, გიორგი მანდარია.

კურსების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს რეალური შანსი ექნებათ მოხვდნენ საქართველოს სანაკრებო შესარჩევზე და საქართველო წარადგინონ ისეთ მასშტაბურ ოლიმპიადებზე, როგორებიცაა IOI, EJOI, EGOI თუ IOAI.

პირველ ეტაპზე მიღება სამ კურსზე გამოცხადდება: 

  • დაპროგრამების საფუძვლები (C++) 

  • დაპროგრამების საფუძვლები (Python)

  • მონაცემთა სტრუქტურებისა და ალგორითმების თეორიული საფუძვლები

თუ გსურს ისწავლო “დაპროგრამების საფუძვლები (C++)”, დარეგისტრირდი 16 სექტემბრის ჩათვლით. 

კურსის შესახებ მეტი დეტალის გასაგებად და რეგისტრაციისთვის, ეწვიე ბმულს - https://btu.edu.ge/daprogramebis-saphudzvlebi-c/

თუ გაინტერესებს ტექნოლოგიები და გსურს, განათლებით საკუთარი ამბავი შექმნა, გახდი საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილი, აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები და დარწმუნდი, რომ ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს. 

8 სექ. 2026