13-14 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. საგამოფენო სივრცე სტუმრებს დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე უმასპინძლებს.
თიბისი წელსაც გამოფენა-გაყიდვის უცვლელი პარტნიორია და მოსულ სტუმრებს მრავალფეროვან, ინტერაქციულ სივრცეებსა და 20-მდე შემეცნებით ვორქშოფს შესთავაზებს.
ღონისძიების სივრცეები თემატურად იქნება დაყოფილი, რათა ყველა სტუმარმა მისთვის საინტერესო აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა. მათ შორის ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება: საბავშვო, ვორქშოფებისა და მწვანე სივრცეები, ასევე კვების ზონა და მუსიკალური სივრცე, რომელსაც საღამოს DJ დახურავს.
საბავშვო სივრცე
საბავშვო სივრცის სტუმრებს ორივე დღის განმავლობაში დახვდებათ გასაფერადებლებისა და ხატვის კუთხე. პარალელურად შეძლებენ სახის მოხატვას, ორიგამისა და ჯინჯერბრედების მოხატვის ვორქშოფებში მონაწილეობის მიღებას.
დღის მეორე ნახევარში ახალგაზრდა მხატვარი მათ მინიატურულ პორტრეტებს შექმნის, ხოლო მოგვიანებით შთამბეჭდავი აზოტის შოუ შეუქმნის ყველას განწყობას. საღამო სათამაშოების დამზადების ვორქშოფით დასრულდება და ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ხელით შექმნან პატარა ხელნაკეთობები.
12:00 – 18:00 — სახის მოხატვა
12:00 – 15:00 — ორიგამისა და ჯინჯერბრედების მოხატვის ვორქშოფები
14:00 – 16:00 — ბავშვებისთვის მინიატურული პორტრეტების შექმნის ვორქშოფი
15:00 – 17:00 — აზოტის შოუ
15:00 – 18:00 — სათამაშოების დამზადების ვორქშოფი
ვორქშოფების სივრცე
ღონისძიების შემეცნებით ნაწილს ვორქშოფების სივრცე უზრუნველყოფს, სადაც ყველა ასაკის მონაწილეს ქალი მეწარმეები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ და სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთის დამზადებაში დაეხმარებიან.
13 სექტემბერი
12:30 - 13:30 - თექის ჩანთების დამზადება, ბავშვებისთვის
15:30 - 16:30 - ილუსტრაციების გაფერადება „ძლიერი ქალები“, ბავშვები მოისმენენ ცნობილი წარმატებული ქალების ისტორიებს, შემდეგ კი მათ ილუსტრაციებს გააფერადებენ
14 სექტემბერი
11:00 - 12:00 - ხელით ბეჭდვის მასტერკლასი ყველა ასაკისთვის
14:00 - 14:30 - ჩურჩხელების ამოვლების მასტერკლასი, რომელიც ეზოში ჩატარდება
15:30 - 16:00 - ძერწვის მასტერკლასი
16:00 - 17:00 - კერამიკის მასტერკლასი ბავშვებისთვის
მწვანე სივრცე
მწვანე სივრცეში საქართველოში მოქმედი მწვანე და მდგრად ბიზნესმოდელებზე დაყრდნობით შექმნილი ბიზნესის წარმომადგენლები დამსწრეებს გაუზიარებენ მწვანე მიმართულებით თავიანთ გამოცდილებასა და განვლილ გზას, გამოწვევებსა და მთავარ მიღწევებს. თეორიულ ნაწილთან ერთად ისინი მონაწილეებს შესთავაზებენ მდგრადი პროდუქტების დამზადების მასტერკლასებს. მასტერკლასებში მონაწილეობას გამოფენაზე მოსული ზრდასრული სტუმრები შეძლებენ.
13 სექტემბერი
14:00 - 15:00 - 7R, მეორეული ნივთებისგან აქსესუარების დამზადების მასტერკლასი
17:00 - 19:00 - Zero effect, სანთლის დამზადების მასტერკლასი
14 სექტემბერი
12:30 - 3:30 - ვინტილატორი, შარფების დამზადების მასტერკლასი - ფუროშიკი
14:00 - 15:00 - სადგური, მაისურის დამზადების მასტერკლასი
17:30 - 19:00 - ფეიქარი, მეორეული ქსოვილების გადამუშავების მასტერკლასი
კვების ზონა
კვების ზონაში თქვენ დაგხვდებათ მრავალფეროვანი კერძების არჩევანი, მათ შორის ვეგეტარიანული და ვეგანური საკვები, დესერტები, ცხელი და გამაგრილებელი სასმელები, გლინტვეინი, ბამბის ნაყინი და შოკოლადის შადრევანი.
მთელი დღის განმავლობაში ღონისძიება სასიამოვნო მუსიკით იქნება გაფორმებული, ხოლო 16:00 საათიდან კვების სივრცეს შემოუერთდება DJ, რომელიც ღონისძიების დასრულებამდე იზრუნებს სტუმრების განწყობაზე.
მიუხედავად ამინდის ცვლილებისა, ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს სტუმრების კომფორტს. ყველა აქტივობა ჩატარდება დახურულ პავილიონებში, ხოლო კვების ზონა სპეციალურად იქნება აღჭურვილი ტენტებით. შესაბამისად, შესაძლო წვიმა ღონისძიების მიმდინარეობას არ შეაფერხებს.
გელოდებით Expo 2025-ზე - არ გამოტოვო შანსი, გახდე ამ გამორჩეული ღონისძიების ნაწილი!