chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

როგორ დავიცვათ თავი ინტერნეტ თაღლითებისგან?

1 დეკ. 2025
1110x400-5

ინტერნეტმა არა მხოლოდ კომუნიკაცია გაგვიადვილა, დამატებითი შემოსავლის წყაროც გაგვიჩინა. თუ ადრე, უკვე მობეზრებულ თბილ, მაგრამ ჯერ კიდევ მოდურ სვიტერს კარადის ზედა თაროზე შემოვდებდით და მის არსებობას დავივიწყებდით, ახლა ძალიან აქტუალურია სოციალურ ქსელებში და სხვადასხვა საიტზე ნივთების გაყიდვა და ნივთისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქება.

არც ბინის გასაქირავებლად გვიწევს განცხადების გაჩერებაზე, ან ხის ბოძებზე გაკვრა.

შეიძლება გვეგონოს, რომ ჩვენ მიერ გასაყიდად დადებული ნივთი გასაქირავებელი ბინა პოტენციურ მყიდველს ისე მოეწონა, რომ მაშინვე whatsapp-ზე გვწერს, ან სულაც უცხო ქვეყნიდან გვირეკავს და გვეუბნება, რომ სასწრაფოდ უნდა ყიდვა ან ქირაობა. გვარწმუნებს, რომ მზადაა კურიერიც კი გამოუშვას და თანხა წინასწარ ჩარიცხოს, ამიტომ საბარათე მონაცემებს ითხოვს, ან გაურკვეველ ინტერნეტ ბმულს აგზავნის.

ასეთ დროს უნდა მივხვდეთ რომ საქმე მორიგ თაღლითთან გვაქვს, რომელსაც ნივთზე მეტად ჩვენს ბარათზე არსებული თანხის ხელში ჩაგდება სურს.

არც იმ შემთხვევამ უნდა დაგვაბნიოს, თუ გვითხრეს, რომ გასაყიდი ნივთის თანხა უკვე გადმოგვირიცხეს და გასანაღდებლად გამოგზავნილ ინტერნეტ ბმულზე გვთხოვენ გადასვლას. ასეთ დროს, თაღლითებს ჩვენი ინტერნეტბანკის ყველა მონაცემი ჩაუვარდებათ ხელში.

კრიპტოვალუტით გამდიდრებულ ადამიანებზე კი გვსმენია ბევრი, მაგრამ უძრავი ქონების გაქირავების მაცდური შემოთავაზებით მოზამბიკიდან სატელეფონო ზარს თუ მივიღებთ, სჯობს დავფიქრდეთ, მართლა დაინახეს ჩვენში ინვესტორი თუ მორიგ თაღლითს ვესაუბრებით.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს რომ თანხის ჩასარიცხად ჩვენი ბარათის მონაცემები და პინ კოდის კარნახი საჭირო არ არის. ასევე თუ პოტენციური მყიდველი სხვადასხვა მესინჯერში ბმულს გვიგზავნის და გვარწმუნებს, რომ თანხის მისაღებად ჩვენი მონაცემების შეყვანაა საჭირო, მაშინვე ეჭვი უნდა შევიტანოთ.

შეიძლება გვეგონოს, რომ რადგან ანგარიშზე მცირე თანხა გვიდევს, მათი სამიზნე არ გავხდებით. თუ მონაცემები თაღლითებს ჩაუვარდებათ ხელში, თანხის გამოყენებასთან ერთად მათ თქვენი სახელით ონლაინ სესხის აღებაც შეეძლებათ.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ბმულზე გადასვლისას თაღლითები ინტერნეტბანკის მონაცემების შეყვანას გვთხოვენ, უცნობი ზარები უცხო ქვეყნიდან იმითაც არის საფრთხილო რომ შემდგომ თაღლითებს დისტანციური წვდომა ეძლევათ მობილურ ბანკის აპლიკაციაზე და სრულად შეუძლიათ განკარგონ თანხები.

თუ კი ისე მოხდა, რომ თაღლითებს მაინც მიეცათ წვდომა მონაცემებზე, დაბლოკე ბარათი მობაილბანკიდან ან გაანახლე მობაილბანკის მონაცემები ან თუ აპლიკაციაზე ხელი არ მიგიწვდება ბანკის ცხელ ხაზს დაუკავშირდი და ოპერატორს სთხოვე ბარათის/მობაილბანკის დაბლოკვა.

1 დეკ. 2025