<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

თიბისის მობაილბანკში 5 ახალი კრიპტოაქტივი

17 ნოე. 2026
For Web

თიბისის მობაილბანკში კრიპტოაქტივების არჩევანი გაიზარდა — ყიდვა-გაყიდვის ფუნქციას 5 ახალი აქტივი დაემატა. ისინი კრიპტოს სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ციფრულ გადახდებს, კრიპტოაქტივების გაცვლას, დეცენტრალიზებულ ფინანსებსა და მონაცემების შენახვას.

გაიცანი მობაილბანკში დამატებული 5 კრიპტოაქტივი

BCH — Bitcoin Cash

Bitcoin Cash (BCH) მომხმარებლებს შორის პირდაპირი გადახდებისთვის შექმნილი კრიპტოვალუტაა. ის 2017 წელს Bitcoin-ის ქსელის გაყოფის შედეგად შეიქმნა. პროექტი ყოველდღიური გადახდების სწრაფად და შედარებით დაბალი საკომისიოთი განხორციელებას ისახავს მიზნად. BCH-ით ღირებულების გაგზავნა და მიღება ტრადიციული ფინანსური შუამავლის გარეშეც შესაძლებელია.

UNI — Uniswap

Uniswap დეცენტრალიზებული პროტოკოლია, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივების სმარტ კონტრაქტების მეშვეობით გაცვლის საშუალებას აძლევს. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ლიკვიდობის ფონდებში კრიპტოაქტივების განთავსება. UNI Uniswap-ის მმართველობის ტოკენია — მისი მფლობელები მონაწილეობენ ეკოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.

AAVE — Aave

Aave არის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროტოკოლი, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს შეუძლიათ კრიპტოაქტივების სესხად გაცემა ან სხვა კრიპტოაქტივის უზრუნველყოფით სესხის აღება. პლატფორმაზე აქტივების განთავსების სანაცვლოდ შესაძლებელია პროცენტის მიღება. AAVE პროტოკოლის მმართველობის ტოკენია, რომლის მფლობელებსაც შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში.

FIL — Filecoin

Filecoin არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ციფრული მონაცემების შენახვის საშუალებას იძლევა. ფაილებს ქსელში ჩართული დამოუკიდებელი პროვაიდერები ინახავენ. FIL ქსელის ტოკენია და მონაცემების შენახვის საფასურის გადასახდელად და პროვაიდერების გასამრჯელოდ გამოიყენება.

WLFI — World Liberty Financial

WLFI World Liberty Financial-ის მმართველობის ტოკენია. World Liberty Financial არის Ethereum-ზე 2024 წელს გაშვებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პროექტი, რომელიც დონალდ ტრამპის ოჯახს უკავშირდება. ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ პროტოკოლთან დაკავშირებული წინადადებების წარდგენა და მათზე ხმის მიცემა, თუმცა ისინი თავად კომპანიას არ აკონტროლებენ. პროექტი ასევე გამოსცემს აშშ დოლარზე მიბმულ USD1 სტეიბლქოინს. WLFI-ის მაქსიმალური მარაგი 100 მილიარდი ტოკენია.

გაეცანი ახალ კრიპტოაქტივებს და ივაჭრე პირდაპირ მობაილბანკში:

გაითვალისწინე: კრიპტოაქტივების ღირებულება ცვალებადია და მათთან დაკავშირებულია რისკები. კრიპტოაქტივების შეძენამდე დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებსა და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშნები და ლოგოები გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელებს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

17 ნოე. 2026