მობაილბანკში Tether Gold დაემატა — რა უნდა იცოდე ციფრული ოქროს შესახებ?
29 მაი. 2026
share-filled გააზიარე
თიბისის მობაილბანკში ახალი კრიპტოაქტივი — Tether Gold (XAUt) დაემატა.
XAUt ციფრული აქტივია, რომლის ღირებულებაც ფიზიკურ ოქროს უკავშირდება. თითოეული XAUt ტოკენი 1 უნცია ოქროს შეესაბამება, რაც დაახლოებით 31,1 გრამია. სწორედ ამიტომ, მისი ფასი საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ღირებულების შესაბამისად იცვლება.
Tether Gold-ის უკან ფიზიკური ოქროს რეზერვები დგას, რომლებიც შვეიცარიაში სპეციალურ საცავებში ინახება. XAUt აერთიანებს ოქროს სტაბილურობას და ციფრული აქტივისთვის დამახასიათებელ მოქნილობას.
ოქრო წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საინვესტიციო აქტივად რჩება, განსაკუთრებით ეკონომიკური გაურკვევლობის, ინფლაციისა და გლობალური არასტაბილურობის პერიოდში. სწორედ ამიტომ, ბევრი ინვესტორისთვის ის პორტფელის დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ფიზიკური ოქროს შეძენა და შენახვა ხშირად დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული — ტრანსპორტირება, დაცვა, შენახვა და საჭირო დროს გაყიდვა ყოველთვის მარტივი არ არის. XAUt ამ პროცესს უფრო მოქნილს ხდის, რადგან მისი ყიდვა და გაყიდვა პირდაპირ მობაილბანკიდან შეგიძლია — 24/7-ზე.
ამასთან, ციფრულ ოქროში ინვესტირების დაწყება ნებისმიერი მოცულობის თანხითაა შესაძლებელი, რაც ფიზიკურ ოქროში ინვესტირებასთან შედარებით მეტ მოქნილობას ქმნის.
თიბისის მობაილბანკში ციფრული ოქროს შეძენა 1$-დან შეგიძლია.
გაითვალისწინე: კრიპტოს ღირებულება ცვალებადია და დაკავშირებულია რისკებთან. კრიპტოს შეძენამდე, დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებს და პირობებს.
ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშანი/ლოგო გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.