globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

პროდუქტი, როგორც ერთი დიდი ფაზლი - ინტერვიუ ილონა მიქაიასთან

1 აპრ. 2026
BLOG (1)

ილონა მიქაიას გზა თიბისიში თითქმის 20 წლის წინ, საცალო დაკრედიტების ექსპერტის პოზიციიდან დაიწყო. წლების განმავლობაში, ის მართავდა ფილიალებსა და გუნდებს, დღეს კი, როგორც Product Owner, სწრაფი სამომხმარებლო სესხების მიმართულებას უძღვება.

პროდუქტის მართვა დინამიური და მრავალფეროვანი პროცესია. ინტერვიუში ილონა გვიზიარებს თავის გამოცდილებას და სამუშაო პრინციპებს, რომლებიც მას წარმატებული პროდუქტების შექმნაში ეხმარება.

რა ხდის Product Owner-ს წარმატებულს?

ვფიქრობ, წარმატება სხვადასხვა უნარის ერთობლიობაა და მხოლოდ ერთის გამორჩევა რთულია. პირველი, რაც მახსენდება - პროდუქტით „შეპყრობილობაა“. ეს ნიშნავს, რომ გაქვს განსაკუთრებული ინტერესი პროდუქტის მიმართ და მუდმივად ფიქრობ მის გაუმჯობესებაზე, მათ შორის, არასამუშაო საათებშიც.

ასევე, ერთ-ერთი უმთავრესი უნარი მომხმარებლის საჭიროებებსა და პროდუქტის კომერციულ მიზნებს შორის ბალანსის პოვნაა, რომ საბოლოოდ ორივე მხარისთვის ღირებულება შეიქმნას. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღებისა და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღების უნარს.

Product Owner-ს ბევრი მიმართულებით უწევს ფიქრი: მომხმარებელზე, კომერციულ შედეგებზე, კომუნიკაციაზე, რისკებზე, შესაბამისობასა და სხვა. საბოლოოდ, პროდუქტი ჩემთვის დიდი ფაზლია, რომელიც უამრავი დეტალისგან შედგება. Product Owner-ის მთავარი უნარი ამ ნაწილების ერთ დიდ სურათად შეკვრა და პროდუქტის End-to-End განვითარებაზე სრული პასუხისმგებლობის აღებაა.

პროდუქტის მართვის პროესში მიღებული გამოცდილება

პროდუქტის ფლობა მუდმივი განვითარებაა - ბევრი რამ აღმოვაჩინე და ახლაც სწავლის პროცესში ვარ. ჩემი ძირითადი მიგნებები ასეთია:

  • მომხმარებლის ფოკუსი: თითოეული მომხმარებლის პრობლემა თანაბრად მნიშვნელოვანია.

  • სტეიქჰოლდერების მოლოდინების მართვა: აუცილებელია დაინტერესებულ პირებთან მკაფიო, გამჭვირვალე და უწყვეტი კომუნიკაცია, რათა მათი მოლოდინები სწორად იმართოს და არსებობდეს საერთო მიზნებზე შეთანხმება

  • პრიორიტეტიზაცია: შეზღუდული რესურსების პირობებში, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ვადების ერთგულება კრიტიკულია

  • პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება: არ არსებობს ის წერტილი, როდესაც იტყვი, რომ საუკეთესო შედეგი მიღწეულია. პროდუქტი არის ძალიან დინამიური რამ, ამიტომ გაუმჯობესების პოტენციალი ამოუწურავია

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება არ გაუმართლებია. მაგალითად, ერთხელ, გარე სერვისის ხარვეზის გამო, დროებითი, ე.წ. work-around მიდგომა ავირჩიეთ. თუმცა, პრობლემის განმეორებისას მივხვდი, რომ საჭირო იყო ფუნდამენტური ცვლილება. იმავე საღამოს დავნერგეთ ახალი გამოსავალი, რომელმაც სრულად დაგვაზღვია შეფერხებებისგან. რამაც მასწავლა, რომ ზოგჯერ ფუნდამენტური გადაწყვეტა ბევრად სჯობს work-around მიდგომას.

რჩევები დამწყები Product Owner-ებისთვის

მათ, ვინც ახლა იწყებს ამ გზას, ვეტყოდი, რომ ეს როლი არის ძალიან საპასუხისმგებლო, საინტერესო, კომპლექსური, მოითხოვს დიდ ენერგიას და აბსოლუტურ ჩართულობას. ვურჩევდი, რომ პროდუქტს შეხედოს 360 გრადუსით და გაიაზროს, რომ ბიზნესის მფლობელია. ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია გუნდის წევრებთან და სტეიქჰოლდერებთან. პრიორიტეტების დასახვისას, იფიქროს კონკრეტული ინიციატივის გავლენაზე მომხმარებლისთვის და ბიზნეს შედეგებზე, უერთგულოს გუნდთან ერთად დასახულ ვადებს.

როგორ ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას?

პროდუქტის გაუმჯობესებაში თავად მომხმარებელი გვეხმარება. ჩვენ სისტემატურად ვიღებთ მომხმარებლის უკუკავშირს ციფრულ არხებში პროდუქტის მოთხოვნისას, სატელეფონო კვლევებით, ფილიალების თანამშრომლებისგან, ან თავად ვაკვირდებით პროცესებს ადგილზე. გარდა ამისა, ვაანალიზებთ მონაცემებს, ვეცნობით შიდა ბაზარს, საერთაშორისო სტანდარტებს. ყოველივე ზემოაღნიშნული გვეხმარება მომხმარებელზე ფოკუსის გაზრდაში და საუკეთესო პროდუქტის შექმნაში

მოტივაცია ყოველდღიურ საქმიანობაში

ჩემი მოტივაციის მთავარი წყარო მომხმარებლის კმაყოფილება და მიღებული შედეგებია, რომელსაც ჩემს გუნდთან ერთად ვაღწევ - როდესაც ციფრებით ვრწმუნდები, რომ მომხმარებლის მზარდი ნაწილი, საკუთარი მიზნების მისაღწევად თიბისის სწრაფ სამომხმარებლო სესხს ირჩევს და პროდუქტი ბაზარზე იზრდება, ეს ემოცია ყველაზე დიდ მუხტს მაძლევს.

გუნდთან ერთადმუშაობა და საერთო მიზნებისკენ სწრაფვა ის მუხტია, რომელიც სირთულეების დროსაც არ ნელდება. პირიქით, გამოწვევები ჩემთვის დამატებითი სტიმულია, რომ უფრო მეტი მონდომებითა და ახალი იდეებით მივაღწიოთ სასურველ შედეგს.

ენერგიის წყარო სამუშაოს მიღმა

ენერგიის აღდგენაში ყველაზე მეტად მოგზაურობა და ახალი კულტურების აღმოჩენა მეხმარება. ძალიან მიყვარს ცურვა, ზღვა და ზღვისპირა ადგილების ესთეტიკა. თავისუფალ დროს ხშირად დავდივარ კინოში, მეუღლესთან ერთად.

ჩემი უდიდესი ბედნიერება შვილების წარმატებებია - იქნება ეს უმცროსის მცირე წინსვლა თუ უფროსის კალათბურთის თამაში, რომელსაც ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა მაქვს, დიდი ენთუზიაზმით ვგულშემატკივრობ.

1 აპრ. 2026