chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

მეტი გოგო ტექში - თიბისი ტექსკოლის ახალი Crash კურსები

24 ივნ. 2025
1110x400

ამ ისტორიებიდან რომელი გსმენია? მაგალითად: ფეი-ფეი ლი ხელოვნური ინტელექტის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა, რომელმაც ImageNet - ფოტოების საჯარო ბაზა შექმნა. რადია პერლმანი “ინტერნეტის დედის” მეტსახელით ცნობილი პროგრამისტი და ქსელური ინჟინერია, რომელიც Spanning Tree Protocol-ის ალგორითმის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. გრეის ჰოპერი კი კომპიუტერული მეცნიერია, რომელმაც ადრეული პროგრამული ენა - COBOL შეიმუშავა.

ტექში ქალების ისტორიები - შთამაგონებელი და რაც მთავარია, არაერთია. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ინოვაციების მიმართულებით ძალიან სწრაფად ვითარდება და ასეთი ისტორიების რიცხვიც მატულობს, ტექნოლოგიებით დაინტერესებული და ტექნოლოგიებში დასაქმებული ადამიანების გენდერული გადანაწილება, ისევ გამოწვევაა.

კვლევები გვაჩვენებს, რომ ქალები გლობალური ტექნოლოგიური სამუშაო ძალის 25-30%-ს შეადგენენ და ამ მიმართულებით, ლიდერული პოზიციების 20%-ზე ნაკლებს იკავებენ. გოგონები ყალიბდებიან ფიქრით, რომ “ტექნოლოგიები მათთვის არაა” მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ხედავენ საკმარისი რაოდენობის როლურ მოდელს ამ სფეროში დასაქმებული სხვა გოგონების სახით.

თუ ხარ 9-12 კლასის მოსწავლე გოგო და ტექნოლოგიები გაინტერესებს, შეგიძლია სტატისტიკა შეცვალო და თავად გახდე ასეთი მაგალითი საკუთარი თავისთვის და შენ გარშემო სხვა გოგონებისთვისაც.

თიბისიში გვჯერა, რომ ნიჭს და მონდომებას სქესი არ განსაზღვრავს და მომავალს ის ადამიანები ქმნიან, ვისაც საკუთარი თავის და შესაძლებლობების სჯერათ. ამიტომ, თიბისი ტექსკოლას საზაფხულო Crash კურსები დავამატეთ.

თუ გაინტერესებს კოდის წერა, ოცნებობ, რომ აპლიკაცია შექმნა ან უბრალოდ გინდა გაიგო როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ეს კურსები შენი ახალი და ძალიან საინტერესო გზის დასაწყისია:

  • შესავალი ხელოვნურ ინტელექტში

  • შესავალი მობილური აპლიკაციების შექმნაში

  • შესავალი ვებ პროგრამირებაში: Back-End (Python & Flask)

  • შესავალი ვებ პროგრამირებაში: Front-End (HTML, CSS)

აირჩიე ონლაინ კურსი და დარეგისტრირდი 23 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით. კურსზე შენთვის მოსახერხებელი, ნებისმიერი ადგილიდან და რაც მთავარია, უფასოდ ისწავლი.

გადადგი პირველი და თამამი ნაბიჯი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.

24 ივნ. 2025