chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

„რენიუ“ — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული პროცედურების ცენტრი

7 მარ. 2025
Artboard 46 copy 9-100

„რენიუ“ — ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთულ რეკონსტრუქციულ პროცედურებსაც სთავაზობენ მომხმარებლებს. ამ ყველაფრისთვის კი „რენიუში“ წარმოდგენილია მოწინავე ტექნოლოგიების სრული სპექტრი; ასევე, პროფესიონალთა გუნდი, რომელიც სხვადასხვა პროცედურას უმაღლეს დონეზე ატარებს.

გასული წლის ივლისიდან დღემდე, ძირითადად, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რასაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რადგან ყველაფერი ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების ფარგლებში უნდა ყოფილიყო. „ძალიან მალე დავიწყებთ პაციენტების მიღებას და მათ ისეთ სერვისებს შევთავაზებთ, რომელთა ერთიანად მიღებასაც სხვაგან ვერ შეძლებენ. ზოგადად, ჩვენი მიზანია, თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის სრულფასოვანი სერვისი დავნერგოთ და ამასთან, რეკონსტრუქციული პროცედურებიც უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ“, — აღნიშნავს „რენიუს თანადამფუძნებელი, ლაშა ოსეფაიშვილი.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, რეკონსტრუქციული პროცედურები მოიცავს შემდეგს: მაგალითად, ონკოლოგიის შემთხვევაში მკერდის აღდგენა ან ყბა-სახის ქირურგია, რასაც საკმაოდ იშვიათად აკეთებენ. „ჩვენი გამორჩეული ხაზი სწორედ რეკონსტრუქციული ოპერაციებია. თანაც, საქართველოში და ზოგადად კავკასიაში არ არსებობს ისეთი ცენტრი, სადაც პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად რთული რეკონსტრუქციული პროცედურებიც ტარდება. ამიტომაც, ეს ჩვენი მთავარი ნიშაა“, — განმარტავს ლაშა ოსეფაიშვილი.

იმისათვის, რომ „რენიუს“ დამფუძნებლებს, ლაშა ოსეფაიშვილს და ეკა ბეროზაშვილს ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ, შესაბამისი კაპიტალი სჭირდებოდათ. ამიტომაც, სტარტაპის სახელით თიბისის მიაკითხეს: „თიბისიმ მოგვცა გარკვეული თანხა, რომელსაც საწყისი განვითარებისთვის ვიყენებთ. ამ კაპიტალის გარეშე ვერ შევძლებდით ამ დონემდე მოსვლას… სამომავლო პროგრესისთვის კი კვლავ თიბისისთან ვაპირებთ თანამშრომლობას“, — ამბობს ლაშა ოსეფაიშვილი.

მთლიანობაში, „რენიუ“ არის ადგილი, სადაც ესთეტიკურ სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ერთნაირად ზრუნავენ. მოწინავე იდეებით კი მის განვითარებას სწრაფი ტემპით უნდა ველოდეთ.

7 მარ. 2025