chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი

9 დეკ. 2025
ccover

ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი

დეკემბერში თიბისი ESG აკადემიის ფარგლებში სამი სატრენინგო სესია ჩატარდება - ორი ონლაინ ვებინარი და ერთი ფიზიკური შეხვედრა.

ონლაინ ვებინარები 10 და 16 დეკემბერს Zoom პლატფორმის მეშვეობით ჩატარდება. სესიები 11:00 საათზე დაიწყება და 15:00 საათზე დასრულდება. ორივე შეხვედრა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია, შესაბამისად, შეგიძლიათ, თქვენთვის სასურველი ერთი თარიღი შეარჩიოთ.

რაც შეეხება ფიზიკურ შეხვედრას, მას 11 დეკემბერს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ვუმასპინძლებთ. ერთდღიანი ტრენინგი 10:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათზე დასრულდება. შეხვედრის შუაში გათვალისწინებულია ყავისა და ლანჩის შესვენებები.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა მდგრადი ბიზნეს მოდელების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია, ბიზნესისთვის რელევანტური კლიმატის ცვლილების რისკები, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისა და მწვანე დაფინანსების მიმოხილვა, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები.

თიბისი ESG აკადემია არის მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით ქართულ ენაზე სთავაზობს. აკადემიის ფარგლებში ტრენინგები თბილისსა და რეგიონებში ტარდება.

ESG აკადემია თიბისის ინიციატივით შეიქმნა. „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ აკადემიის პირველი კურსია. მის განსახორციელებლად, ორგანიზაცია Finance in Motion-ის დახმარებით, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა - EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). კურსის პროგრამა თიბისისა და საერთაშორისო სატრენინგო კომპანია „დეველორის“ თანაავტორობით შეიქმნა.

თიბისი ESG აკადემია 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელი გახდა.

პირველმა კურსმა „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი“ საერთაშორისო „დეველორის“ განსაკუთრებული ჯილდო PEAK AWARD მოიპოვა. PEAK AWARD არის „დეველორის“ უმაღლესი საერთაშორისო აღიარება. ის გადაეცემა მთელი ქსელის მასშტაბით იმ პროექტებს, რომლებიც გამოირჩევა პროფესიონალიზმით, შედეგიანობით, ცოდნის გაზიარებითა და მაღალი ხარისხის მიწოდებით.

მეორე ჯილდო თიბისი ESG აკადემიამ გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მიიღო - „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“. ჯილდო გადმოგვეცა „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისათვის“ კატეგორიაში. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადობასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება ქვეყანაში და სხვადასხვა ორგანიზაციის გაერთიანება ამ საკითხების ირგვლივ.

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა, გაიარე რეგისტრაცია და ჩაერთე ESG აკადემიის კურსებში.

დარეგისტრირდი ონლაინ ვებინარზე

დარეგისტრირდი ფიზიკურ ტრენინგზე

9 დეკ. 2025