თიბისის მობაილბანკის კრიპტო პლატფორმაზე არჩევანი კიდევ უფრო გაიზარდა. ყიდვა-გაყიდვის ფუნქციონალს 5 ახალი კრიპტოაქტივი დაემატა. ახალი აქტივები კრიპტოს სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს, სწრაფი ტრანზაქციებიდან და ციფრული ფინანსური სერვისებიდან გასართობ პროექტებამდე.
გაიცანი 5 ახალი კრიპტოაქტივი მობაილბანკში
HYPE - Hyperliquid
Hyperliquid არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც კრიპტოვალუტებით ვაჭრობისთვის შეიქმნა. HYPE მისი ძირითადი კრიპტოაქტივია და გამოიყენება ქსელის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საკომისიოების გადასახდელად და პლატფორმის მართვაში მონაწილეობისთვის.
MNT - Mantle
Mantle არის Ethereum-ზე დაფუძნებული ქსელი, რომელიც ტრანზაქციების უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯით შესრულებას უწყობს ხელს. MNT მისი ძირითადი კრიპტოაქტივია, რომელიც ქსელის საკომისიოების გადასახდელად და მის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენება. Mantle ასევე მუშაობს რეალური აქტივების, მაგალითად, უძრავი ქონების, ციფრულ ფორმაში წარმოდგენის მიმართულებით.
KAS — Kaspa
Kaspa ბლოკჩეინზე დაფუძნებული ქსელია, რომელიც ტრანზაქციების სწრაფად შესრულებისთვის შეიქმნა. მისი ტექნოლოგია რამდენიმე ბლოკის პარალელურად დამუშავების საშუალებას იძლევა. ეს ქსელს ეხმარება, მეტი ტრანზაქცია მოკლე დროში შეასრულოს. KAS ქსელის ძირითადი კრიპტოვალუტაა, რომელიც თანხის გადასარიცხად და ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად გამოიყენება.
SKY — Sky
ფინანსური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს კრიპტოაქტივების გამოყენებით სესხის აღებისა და დანაზოგის მიღების საშუალებას აძლევს. პლატფორმაზე ასევე გამოიყენება USDS — ციფრული აქტივი, რომლის ღირებულებაც აშშ დოლარს უკავშირდება. SKY კი პლატფორმის მართვასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მისაღებად გამოიყენება.
PENGU — Pudgy Penguins
ბრენდი პინგვინების ციფრული კოლექციით დაიწყო, მოგვიანებით კი სათამაშოები, თამაშები და სხვა ციფრული პროდუქტებიც დაამატა. PENGU ამ ბრენდის ციფრულ ეკოსისტემასთან დაკავშირებული კრიპტოაქტივია.
აღმოაჩინე ახალი კრიპტოაქტივები მობაილბანკში
გაეცანი 5 ახალ კრიპტოაქტივს, შეარჩიე შენთვის საინტერესო და ივაჭრე პირდაპირ თიბისის მობაილბანკში
გაითვალისწინე: კრიპტოაქტივების ღირებულება ცვალებადია და მათთან დაკავშირებულია რისკები. კრიპტოაქტივების შეძენამდე დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებსა და პირობებს.
ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშნები და ლოგოები გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელებს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.