იმისთვის, რომ შენი ციფრული გამოცდილება კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და მოქნილი იყოს, თიბისის მობაილბანკს ივლისში სამი ახალი ფუნქციონალი დაემატა. თუ საერთაშორისო გადარიცხვებს აკეთებ, სწრაფი სამომხმარებლო სესხით სარგებლობ ან ხშირად მოგზაურობ, ეს სიახლეები ნამდვილად გამოგადგება.
უცხოურ ვალუტაში SWIFT-ით გადარიცხვა - უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან
წარმოიდგინე, რომ საზღვარგარეთ სწავლობ და უნივერსიტეტის გადასახადი უნდა დაფარო; ან მოგზაურობისას ბინის ქირას იხდი, საერთაშორისო მომსახურებაში თანხას რიცხავ ან სხვა ქართულ ბანკში უცხოურ ვალუტაში გადარიცხვა გჭირდება.
აქამდე ასეთი ოპერაციისთვის ფილიალში მისვლა ან პირად ბანკირთან დაკავშირება იყო საჭირო. ახლა კი, ამის გაკეთებას პირდაპირ მობაილბანკიდან შეძლებ.
ახალი ფუნქციონალის დახმარებით, სხვა ქართულ ბანკში თანხის გადარიცხვა უკვე უცხოურ ვალუტაშიც შეგიძლია SWIFT კოდის გამოყენებით.
სიახლეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს - თავად ირჩევ, ვინ დაფარავს საბანკო საკომისიოს. თუ საკომისიოს შენ გადაიხდი, მიმღებს სრულად ჩაერიცხება გაგზავნილი თანხა. თუ საკომისიოს მიმღები დაფარავს, თანხა მას საკომისიოს გამოკლებით ჩაერიცხება.
ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც სწავლობს ან ხშირად მოგზაურობს საზღვარგარეთ; ასევე, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება რეგულარულად უწევთ.
სწრაფი სამომხმარებლო სესხი - ხელშეკრულების დადასტურება ახლა უკვე Face ID-ით ან თითის ანაბეჭდით
როცა სესხს ონლაინ აფორმებ, ყველა დამატებითი ნაბიჯი დროსაც გართმევს და პროცესსაც ახანგრძლივებს. სწორედ ამიტომ, მობაილბანკში სწრაფი სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულების დადასტურება კიდევ უფრო გამარტივდა.
თუ აქამდე ხელშეკრულებას მხოლოდ ერთჯერადი კოდით ადასტურებდი, ახლა შეგიძლია ეს Face ID-ის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებითაც გააკეთო.
ეს ნიშნავს, რომ:
ხელშეკრულებას უფრო სწრაფად დაადასტურებ;
აღარ დაგჭირდება კოდის შეყვანა;
ბიომეტრიული ავთენტიფიკაციის წყალობით დამატებით უსაფრთხოებასაც მიიღებ;
სესხის გაფორმებას რამდენიმე წამში დაასრულებ.
მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო - ზუსტად ისეთი გამოცდილება, როგორსაც ყოველდღიურ ბანკინგში ელოდები.
სამოგზაურო ბარათი - შეუკვეთე ონლაინ და მიიღე სასურველ მისამართზე
თუ Concept 360-ის ნაკრების გამომწერი ხარ და Travel Card აქამდე არასოდეს გქონია, ჩვენთან კიდევ ერთი სიახლე დაგხვდება და სამოგზაურო ბარათის შეკვეთას უკვე პირდაპირ მობაილბანკიდან შეძლებ.
შეთავაზებას პროდუქტების აქტივაციის გვერდზე, ბარათებისა და ანგარიშების ჩანართში იპოვი. განაცხადის შევსებას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება, ფილიალში მისვლა ან ბანკირთან დაკავშირება კი, აღარ მოგიწევს.
შეკვეთის შემდეგ, ბარათს შენთვის სასურველ მისამართზე, საფოსტო მომსახურებით მიიღებ და მოგზაურობისთვის განკუთვნილი ბენეფიტებითაც მარტივად ისარგებლებ.
ფუნქციონალი ხელმისაწვდომია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც:
არიან Concept 360-ის ნაკრების გამომწერები;
არასოდეს ჰქონიათ Travel Card;
იყენებენ მობაილბანკის Android ან iOS 8.51.0 ან უფრო ახალ ვერსიას.
მობაილბანკი, რომელიც შენთან ერთად ვითარდება
მობაილბანკის ყოველი განახლების მიზანი ერთია - საბანკო მომსახურება მაქსიმალურად მოერგოს შენს ყოველდღიურ საჭიროებებს - იქნება ეს საერთაშორისო გადარიცხვა, სესხის გაფორმება თუ ახალი პროდუქტის შეკვეთა, სულ უფრო მეტი პროცესის დასრულებას შეძლებ დამოუკიდებლად, სწრაფად და იქ, სადაც შენთვის ყველაზე მოსახერხებელია.
თიბისის მობაილბანკში ყველაფერი ერთ სივრცეში გხვდება, რათა ფინანსების მართვა ნაკლებ დროს მოითხოვდეს. შენ კი, მეტი დრო დაგრჩეს იმისთვის, რაც მნიშვნელოვანია.