chevron-right-outlined
globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

სუფთა ჰაერი, როგორც ჯანსაღი გარემოს საფუძველი: „ტესკოს“ ისტორია და მისია

24 სექ. 2025
ქავერ

„ტესკო“, ეს არის კომპანია, რომელიც საქართველოში ჰაერის ფილტრების გავრცელებაზე ზრუნავს. მისი თანადამფუძნებელი, მამუკა ლოლაძე, სამედიცინო აპარატურის ინჟინერია, თუმცა კლინიკებთან მუშაობის პროცესში მალე გამოიკვეთა, რომ ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით არ შემოიფარგლება — ჰაერის სისუფთავე ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ზუსტი დიაგნოსტიკა.

„ტესკოს“ ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბრენდთან „Camfil“, რომელმაც ჰაერის ფილტრების და ჰაერ-გამწმენდი სისტემების წარმოება დაიწყო შვედეთში ჯერ კიდევ 1963 წელს. „2006 წლიდან დავიწყეთ ამ ბრენდთან თანამშრომლობა და მას შემდეგ უმაღლესი ხარისხის პროდუქციის გავრცელებას უზრუნველვყოფთ. უკვე წლებია, „Camfil“-ის სისტემები წარმატებით მუშაობს ისეთ სტრატეგიულ ობიექტებში, როგორებიცაა ლუგარის ლაბორატორია, ავერსის ქარხანა, აიდიეს ბორჯომი და სხვა საწარმოები. ესაა ადგილები, სადაც ჰაერის სისუფთავე პირდაპირ განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებასა თუ სერტიფიკატის მოპოვების შესაძლებლობას“, — აღნიშნავს მამუკა ლოლაძე.

საგულისხმოა, რომ კოვიდპანდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ის, რასაც ტესკო წლების განმავლობაში ამტკიცებდა — სუფთა ჰაერი არ არის ფუფუნება, ეს არის აუცილებელი პირობა ჯანმრთელობისა თუ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. COVID-19-ის გავრცელების პერიოდში ჰაერის ვენტილაციისა და ფილტრაციის მნიშვნელობა ყველასთვის ნათელი გახდა, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი გზა ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად.

„ჩვენი მიზანი ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნაა, განსაკუთრებით ისეთ სივრცეებში, სადაც განსაზღვრულ დახურულ სივრცეში შედარებით მეტი ადამიანი იმყოფება. ასეთი სივრცეები, სამედიცინო დაწესებულებების გარდა, სადაც ეს საკითხი კანონმდებლობით მეტ-ნაკლებად რეგულირდება, არის ასევე სკოლები, საბავშვო ბაღები, სხვა სახის სასწავლო დაწესებულებები, ოფისები და საწარმოები. საქართველოს კლიმატი საშუალებას გვაძლევს, რომ წელიწადის ორ სეზონზე ტემპერატურული კონტროლი სავალდებულო არ იყოს, თუმცა თანამედროვე შენობებისთვის მხოლოდ გათბობა და ჰაერის კონდიცირება აღარ არის საკმარისი. ბუნებრივი ვენტილაცია ხშირად ვერ აკმაყოფილებს ჰაერის სისუფთავის მოთხოვნებს, რადგან ღია ფანჯრიდან შენობაში შეიძლება მოხვდეს გამონაბოლქვი და მტვერი. საწარმოების შემთხვევაში, შესაძლოა, თავად საწარმოო პროცესი იყოს ჰაერის დაბინძურების წყარო. სწორედ ამიტომ, როცა ახალი შენობა იგება, საერთაშორისო ნორმებით რეკომენდებულია ცენტრალური ვენტილაციის სისტემების მოწყობა, რომლებიც გარედან შემოსულ ჰაერს ფილტრავს და უკვე სუფთა სახით აწვდის შიდა სივრცეში, თუმცა სასურველია ასეთი სისტემები აღჭურვილი იყოს ენერგოეფექტური ე.წ. რეკუპერაციის ბლოკებით, რაც ხარჯებს ამცირებს და შედეგს აუმჯობესებს. ისეთი შენობებისთვის კი, სადაც მშენებლობა-რეკონსტრუქციები ბოლო პერიოდში ჩატარდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზებით არ მოეწყო ცენტრალური ვენტილაციის სისტემები, კომპანია ტესკო მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა წარმადობის დამოუკიდებელ ჰაერგამწმენდ სისტემებს, რომლებიც შეიძლება დაიდგას თითოეულ სივრცეში და ამ გზით იქნას მიღწეული ჰაერის სისუფთავე და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციფიკურ ზონებს შორის წნევათა სხვაობაც“, — განმარტავს მამუკა ლოლაძე.

ზოგადად, „ტესკოს“ მიზანია, რომ ჰაერის სისუფთავე საქართველოში აღიქმებოდეს არა როგორც დამატებითი დეტალი, არამედ როგორც სტანდარტი და თითოეული ინდივიდის უფლება. 18-წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო პარტნიორობა კომპანიას აძლევს უნიკალურ პოზიციას — „ტესკო“ არის სანდო მეგზური, რომელიც ჰაერის სისუფთავის სადარაჯოზე დგას.

აღსანიშნავია, რომ „ტესკო“ უკვე საქართველოს ფარგლებსაც სცდება და კავკასიის რეგიონში სხვა ქვეყნებსაც ამარაგებს შესაბამისი პროდუქციით. ამგვარ წინსვლასა და წარმატებაში კი კომპანიას სანდო პარტნიორი სჭირდება — ისეთი, როგორიც ამ შემთხვევაში თიბისია. „დაარსების პირველივე დღეებიდან თიბისისთან ვთანამშრომლობთ და რაც უფრო მატულობს ჩვენი კომპანიის მიზნები და ნაბიჯები, საბანკო სერვისების მიღების საჭიროებაც მეტად იკვეთება. ფინანსური რესურსების მობილიზაციის გარეშე შეუძლებელია წინსვლა, თიბისი კი ყოველთვის გვერდით გვიდგას და სამომავლო წინსვლისთვისაც სანდო პარტნიორად მივიჩნევთ“.

24 სექ. 2025