globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

სილიკონ ველის გამოცდილება ენტეპრენერებისთვის

24 აპრ. 2026
Bret Waters (Cover Photo) (2)

თიბისი აგრძელებს საქართველოში ტექნოლოგიური და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას. 6 აპრილს, თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა ღონისძიება: “Silicon Valley Insights for Entrepreneurs”, რომელმაც სილიკონ ველის გამოცდილება ადგილობრივ ბიზნეს გარემოს დაუკავშირა.

ღონისძიება მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა 100-ზე მეტი მეწარმის, სტარტაპერისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანისთვის. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეგოთ, რომელი ტენდენციები განსაზღვრავს მომავლის ბიზნესსა და ტექნოლოგიურ განვითარებას და როგორ შეიძლება მათი პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება და დანერგვა.

ღონისძიების მთავარი სპიკერი იყო ბრეტ უოთერსი, სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი, ენტერპრენერი და ინოვაციების ექსპერტი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სილიკონ ველიში. მან აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი ხედვები თანამედროვე ტექნოლოგიური ტრანსფორმაციისა და მისი გავლენის შესახებ მეწარმეობასა და ბიზნესზე. ასევე, პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ შეიძლება ამ ცვლილებების გამოყენება რეალურ სამუშაო გარემოში.

სესიის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ:

  • როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას;

  • რომელი ტექნოლოგიური ტრენდები განსაზღვრავს 2026 წლისა და მომავლის დღის წესრიგს;

  • როგორ იყენებენ მეწარმეები ახალ ტექნოლოგიებს ზრდის დასაჩქარებლად.

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო პანელურ დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც თიბისის ეკოსისტემის ინოვაციების ლიდი, ისე საერთაშორისო ინოვაციური პლატფორმების წარმომადგენლები, მათ შორის Plug and Play Tech Center და Startupbootcamp. დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური გამოცდილების გაზიარებასა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საშუალებას აძლევს.

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა თიბისის როლი, როგორც ინოვაციების აქტიური მხარდამჭერი, რომელიც ხელს უწყობს ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ადგილობრივი ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების მიზნით.

24 აპრ. 2026