globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

შენი გზა საერთაშორისო გამარჯვებისკენ - ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

10 მარ. 2026
Blog

თუ პროგრამირება გიტაცებს, ალგორითმებთან მეგობრობ და გსურს შენი ქვეყნის სახელით წარდგე საერთაშორისო სცენაზე - მაშინ ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში სწორედ შენთვის არის.

ევროპის გოგოების ოლიმპიადა ინფორმატიკაში არის პლატფორმა, სადაც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ გოგოებს  ყველანაირი შეზღუდვის გარეშე საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა და ცოდნის გაღრმავება შეუძლიათ.

ევროპის ოლიმპიადა ყოველწლიურად 50-მდე ქვეყნის ნაკრებს მასპინძლობს, ამ ქვეყნების სიას კი საქართველო 2022 წელს შეუერთდა. მას შემდეგ, ყოველ წელს ოთხი გოგოსგან შემდგარი ნაკრები ინტენსიურად ემზადება საკუთარი ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე წარსადგენად. 

როგორ მოხვდე ნაკრებში?

ნაკრებში მოსახვედრად, საჭიროა ადგილობრივი შესარჩევი, საკვალიფიკაციო ტური გაიარო. თუ ალგორითმებთან მუშაობა გიყვარს და უკვე გაქვს ბაზა პროგრამირების ენებში, მაშინ აუცილებლად უნდა გამოცადო შენი შესაძლებლობები და ახლავე დარეგისტრირდე. 

თუ ტექნოლოგიები გაინტერესებს, ეს არის შენი შანსი, დაუმტკიცო საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ მიზნის გჯერა.  

“სირთულეებს არ უნდა შეუშინდე და ჯიუტად უნდა გააგრძელო სვლა შენი მიზნებისკენ” - მარიამ ცაგარელი, EGOI-ს 2025 წლის ნაკრების წევრი

ოლიმპიადაზე შენ მოხვედრას, მომზადებას და გამგზავრებას საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს. ჰაბი BTU-სთან პარტნიორობით შევქმენით, რომელიც ხუთ ტექნოლოგიურ ოლიმპიადას აერთიანებს. თუ EGOI შენთვის არ არის, ტექ ოლიმპიადების ჰაბში აუცილებლად იპოვი შენთვის საინტერესო მიმართულებას.  

“მჯერა, რომ გოგოების ადგილი ტექნოლოგიებშია”

- გვანცა ხვედელიძე, EGOI-ს 2025 წლის ბრინჯაოს მედალოსანი

გვჯერა, რომ ახალი თაობა, ყველა საჭირო რესურსით, შეძლებს საქართველოდან გაუწიოს კონკურენცია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას.  

არ გამოტოვო შანსი, მოხვდე საუკეთესოთა შორის - დარეგისტრირდი 🔗

10 მარ. 2026