ნებისმიერ ბიზნესმენს ან ანტრეპრენერს რომ ჰკითხო, რა არის მთავარი ჯილდო ბიზნესში, პასუხებს შორის აუცილებლად იქნება: „კმაყოფილი მომხმარებელი“ და „შექმნილი ღირებულება“.
რაც პრინციპში მართალია. თუმცა, შესაძლებელია ჩამონათვალს კიდევ ერთი პასუხი მიემატოს და “თიბისის ბისნესდაჯილდოების ფინალისტი” გახდეს.
ქართულ რეალობაში „თიბისის“ მიერ დაწესებული ღონისძიებები სხვადასხვა სფეროში დიდი ხანია იქცა კომპანიებისთვის მნიშვნელოვან მომენტებად. ბიზნესდაჯილდოებაც, რომლის მთავარი მიზანიც ბიზნესსოციუმის განვითარებაა, მეცხრე წელია წარმატებულ მაგალითებს ფართო საზოგადოებას აცნობს.
ასეთი 4 000-მდე ისტორია დაგროვდა. კი, ზუსტად ამდენი წევრი ყავს დაჯილდოების პლატფორმას- https://www.businessaward.ge/_ თითოეულის მიღმა დიდი შრომა, ცოდნა, ხანდახან დაშვებული შეცდომებიც დგას. თითოეული მათგანი ისეთივე განსხვავებული და მრავალფეროვანია, როგორიც თავად თიბისის მხარდაჭერილი ბიზნესები. თუმცა, მთავარი რაც მათ აერთიანებს ისაა, რომ საკუთარი შესაძლებლობების დაიჯერეს.
ჰოდა, მთავარია შენც გჯეროდეს და საკუთარ თავს აუცილებლად იპოვი ერთ-ერთ ნომინაციაში მაინც. 2025 წელს ასეთი 5 ნომინაციააა:
1. საუკეთესო პროდუქტი
2. საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი
3. გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
4. გამორჩეული როლი რეგიონში
5. საუკეთესო ფრილანსერი
შანსებს კი ისიც ზრდის, რომ დაჯილდოების ღონისძიებაზე თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება პირველი, მეორე და მესამე ადგილოსანი. ჯამურად 15 გამარჯვებული კი დეტალური კრიტერიუმებით შეირჩევა, რომელიც სპეციალურად შემუშავდა და მათი ნახვა ასევე ვებ-გვერდზეა შესაძლებელი. ჟიურის წევრებიც წინასწარაა ცნობილი. მათი ბიოგრაფია და გამოცდილება კი მიკერძოებას თავიდანვე გამორიცხავს.
სიახლეა ისიც, რომ წლევანდელ დაჯილდოებას საგანმანათლებლო კომპონენტიც დაემატა. წინასწარი რეგისტრაციის შემდეგ ყველა მსურველი შეძლებს საჯარო დისკუსიებს, პანელ დისკუსიებს დაესწროს და ამისთვის საერთოდ არ არის საჭირო კონკურსის მონაწილე იყო. ( თუმცა, თუ ბიზნესი გაქვს, უცნაურია რატომ არ უნდა იყო? ;)
თუ წინა წლების ფინალისტებს გადახედავთ, ნახავთ რომ სულ არ არის საუცილებელი დიდი კორპორაცია იყო და ასობით დასაქმებული გყავდეს. ყოველ გამარჯვების კვარცხლბეგს თანაბრად ინაწილებენ ენთუზიასტების მიერ წამოწყებული სტარტაპებიც და მცირე თუ საშუალო ბიზნესებიც.
ჯილდოც ხშირ შემთხვევაში ისაა, რაც რაც თანამედროვე სამყაროში ბიზნესკომპანიებს ყველაზე მეტად სჭირდებათ:
წელს, პროექტის მთავარი პარტნიორია - Visa. მხარდამჭერი - აჭარა ჯგუფი, Tegeta Business.
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მედიამხარდამჭერები არიან: Marketer.ge, BMG, On.ge და Entrepreneur Georgia.
კვლევების მიხედვით, ადამიანების 60-80%, რომლებიც იწყებენ რთულ ან გრძელ აპლიკაციას, პროცესს არ ასრულებენ. ახალგაზრდების 40%-ს არასდროს შეუტანია განაცხადი ღია კონკურსში მხოლოდ იმიტომ, რომ პროცესი “გაუგებარი და დამღლელი” იყო. თიბისის დაჯილდოების აპლიკაცია მარტივი და სამკომპონენტიანია. თუმცა, ვერც ერთი აპლიკაცია ვერ იქნება იმაზე რთული ვიდრე საკუთარ ბიზნესზე და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ყოველდღიური ზრუნვააა. ( კიდევ ერთი არგუმენტი, რატომ უნდა გადახვიდე რეგისტრაციის ლინკზე).
ამისთვის დრო ჯერ კიდევ გაქვს- 15 ივნისამდე... და რადგან შორთლისტები წელს არ გამოვლინდებიან გამარჯვებულის ვინაობას ღონისძიებაზე გაიგებ.
ყოველწლიურად მონაწილე 500-მდე ბიზნესის ისტორია ნამდვილად ამართლებს პროექტის მთავარ გზავნილს: „წარმატება გზაშია, მთავარია გჯეროდეს“!