მე ვარ…
ნუგო, 22 წლის, ფოთიდან. ბავშვობიდანვე ვოცნებობდი საკუთარი სტარტაპის შექმნაზე. ახლა სწორედ ამ ოცნების განხორციელების საწყის ეტაპზე ვარ - ვმუშაობ ჩემს სტარტაპზე - CourseL, რომლითაც მინდა, რომ განათლების სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანო როგორც ქართულ, ასევე გლობალურ ბაზარზე.
თიბისი კამპუსში ვისწავლე…
მეწარმეობა და ბიზნესის დაგეგმარება. ზოგადად, მაინტერესებს ყველაფერი, რაც სტარტაპების შექმნასა და მენეჯმენტს უკავშირდება.
თიბისი კამპუსმა შემძინა რწმენა, რომ გონივრული იდეა არასოდეს უნდა დარჩეს განუხორციელებლი. სწორი დაგეგმარებისა და მოტივაციის პირობებში, ინვესტიციის მოპოვება და იდეის რეალობად ქცევა, სრულიად შესაძლებელი ხდება.
კურსი, რომელიც გავიარე იყო…
ძალიან საინტერესო გამოცდილება ჩემთვის.
ყველაზე ღირებული ჩემთვის ის იყო, რომ ორი წარმატებული ბიზნესმენისგან მათი წარმატების ისტორია, რჩევები და მიდგომები მოვისმინეთ, რაც პირადად მე, საკუთარ საქმეში ძალიან დამეხმარა.
კურსი იმდენად მომეწონა, რომ თიბისი კამპუსის ახალ ნაკადსაც შევუერთდი და “ტექნოლოგიური პროექტების მართვის” კურსზე ვაპირებ სწავლას.
კურსის ფარგლებში შევქმენი…
10 წელიწადზე გაწერილი ბიზნესმოდელი. ეს დოკუმენტი დღემდე მეხმარება ჩემი სტარტაპის განვითარებაში.
ჩემი მიზანია და ძალიან მინდა, რომ…
ჩემი სტარტაპით ადამიანების ცხოვრება გავაუმჯობესო.
თიბისი კამპუსის ახალი ნაკადის სტუდენტს გირჩევ...
მაქსიმალურად გამოიყენე კამპუსის შესაძლებლობები. არ დაიზარო ჩანაწერების გადახედვა - ლექციების რამდენჯერმე მოსმენა ძალიან დაგეხმარება.