გვჯერა, რომ საკუთარ წარმატების ამბავს თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებლად ვქმნით, რისთვისაც საკუთარი შესაძლებლობების მუდმივი და დაუღალავი რწმენა გვჭირდება. გვჯერა იმისიც, რომ ეს რწმენა იბადება სწორედ მაშინ, როდესაც განათლება ამ ამბის მთავარი აქტორი ხდება და, ამ მიზნით, თიბისის გუნდის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაც.
იმისთვის, რომ ახალ თაობას საკუთარი თავის სხვადასხვა კუთხით აღმოჩენაში დავეხმაროთ, სხვა საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, თიბისი ტექსკოლა შევქმენით, რომლის გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია დღეს, 9 მარტს, იწყება.
ამიტომ, თუ ხარ მე-9-დან მე-12 კლასამდე და ტექნოლოგიების დარგში ცოდნის მისაღებად უნიკალურ შესაძლებლობას ეძებ, როგორც ხშირად წარმატების ამბის მოყოლისას ამბობენ, სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდი - თიბისი ტექსკოლაში შეძლებ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ, სრულიად უფასოდ, შეისწავლო ის, რაც დიდი ხანია გიტაცებს.
თიბისი ტექსკოლის 2026 წლის გაზაფხულის სემესტრში განახლებული და კიდევ უფრო მრავალფეროვანი კურსები დაგხვდება. თუ ხარ მოსწავლე, რომელსაც აინტერესებს პროგრამირება, დიზაინი, ხელოვნური ინტელექტი ან სულაც სოც. მედია მარკეტინგი, თიბისი ტექსკოლაში შენს სასურველ კურსს აუცილებლად იპოვი.
მაგალითად, აქ შეგიძლია დაეუფლო ისეთ მოთხოვნად ტექნიკურ უნარებს, როგორებიცაა: ვებგვერდების აწყობა (Front-End: HTML; CSS), ვებგვერდების პროგრამირება (Back-End: Python), მობილური აპლიკაციების შექმნა. ხოლო თუ დიზაინში გინდა თავი გამოსცადო, UI/UX დიზაინი ან გრაფიკული დიზაინიც აუცილებლად მოგეწონება. მეტიც, ამ წელს თიბისი ტექსკოლაში სოციალური მედია მარკეტინგის და ხელოვნური ინტელექტის კურსის არჩევაც შეგეძლება. მთავარია, გქონდეს მოტივაცია და ინტერესი, რომ ისწავლო რაღაც ახალი და მზადყოფნა - შენი წარმატების ამბავი ზუსტად ახლა დაიწყო. რადგან, გვჯერა, ცნობისმოყვარეობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია.
გახსოვდეს, რომ რომელი კურსიც არ უნდა აირჩიო, თითოეულს უძღვებიან ლექტორები, რომლებმაც დარგში ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვეს და იციან, როგორ უნდა დაგეხმარონ, რომ შენი თეორიული ცოდნა ცხოვრებაში რეალური პრობლემების გადასაჭრელად გამოიყენო.
ასევე, ისიც არ დაგავიწყდეს, რომ თუ თიბისი ტექსკოლის გაზაფხულის სემესტრზე დარეგისტრირდები და პროგრამაში მოხვდები, გაიცნობ შენნაირი ინტერესების მქონე უამრავ თანატოლს, რაც კიდევ უფრო მეტად დაგეხმარება ტექნოლოგიის დარგში ცოდნის გაღრმავებაში. კურსის განმავლობაში კი სწორედ ამ ადამიანებთან ერთად აღმოაჩენ ბევრ ისეთ რამეს, რაც შეიძლება არც სკოლაში გაგიგონია და არც ინტერნეტში წაგიკითხავს არასდროს.
ამიტომ, თუ ეძებ შესაძლებლობებს, ხარ ცნობისმოყვარე და გინდა შენი წარმატების ამბავი განათლებით შექმნა, არ გამოტოვო გაზაფხულის სემესტრის რეგისტრაცია. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.