globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

შენი პირველი ნაბიჯები ოლიმპიადების სამყაროში - ევროპის ახალგაზრდული ინფორმატიკის ოლიმპიადა

8 აპრ. 2026
Blog-cover (1)

თუ ხარ 16 წლამდე სკოლის მოსწავლე, ჯერ ახლა დგამ პირველ ნაბიჯებს პროგრამირებაში და გჯერა, რომ შეგიძლია საკუთარი ცოდნა გააუმჯობესო და შენი ქვეყნის სახელით საერთაშორისო ასპარეზზე წარდგე  - მაშინ ევროპის ახალგაზრდული ინფორმატიკის ოლიმპიადა სწორედ შენთვის არის.

არც ისე დიდი გამოცდილებით, მაგრამ დიდი შემართებითა და ინტერესით გამორჩეულ მოსწავლეებს ეს ოლიმპიადა განსაკუთრებულ გამოცდილებას აძლევს. ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა ნიჭიერი მოსწავლეებისთვის, სადაც სხვადასხვა ქვეყნები, მთელი ევროპიდან - ეასპარეზებიან ერთმანეთს საუკეთესო შედეგისთვის.  საქართველომ ეს დიდი ტექნოლოგიური ოლიმპიადა, საკუთარ ეკოსისტემაში 2017 წელს შემოიერთა და მას შემდეგ ჩვენი გუნდი ყოველწლიურად წარმატებით ასპარეზობს.

Quote Symbol

ოლიმპიადაზე შედეგების მისაღწევად, საჭიროა იპოვო შენი სუსტი წერტილები და იმუშავო მათ აღმოფხვრაზე, ისწავლო თეორია და შემდგომ ამ თეორიის პრაქტიკულ კოდში გადათარგმნა.

მათე რეხვიაშვილი, 2025 წლის ნაკრების წევრი, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანი

ნაკრების წევრები სპეციალური შესარჩევი ტურებით ვლინდებიან. თუ უკვე გაქვს ბაზა პროგრამირებაში და გინდა ალგორითმების სამყაროში უფრო ღრმად შეხვიდე, ეს შენი შანსია.

EJOI-ზე მიღებული გამოცდილება ხშირად ხდება საწყისი წერტილი უფრო დიდი გამარჯვებებისკენ - იქნება ეს IOI-ზე (ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე) მონაწილეობა თუ პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა ტექნოლოგიურ სამყაროში.

Quote Symbol

საერთაშორისო ასპარეზზე შენი ქვეყნის სახელით გამოსვლა არის დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და სიამაყე - ამიტომ ნაკრების თითოეული წევრი თავდაუზოგადავ ვშრომობდით შედეგის მისაღწევად

გიორგი მაისურაძე, 2025 წლის ნაკრების წევრი, ბრინჯაოს მედალოსანი

ოლიმპიადაზე შენს მომზადებას და გამგზავრებას საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი უზრუნველყოფს. ჰაბი 5 სხვადასხვა ტექნოლოგიურ მიმართულებას აერთიანებს და თუ ფიქრობ, რომ ეს შენი სფეროა, აქ ყველა საჭირო რესურსს იპოვი განვითარებისთვის.

Quote Symbol

აქ მიღებული გამოცდილება და კონკურენცია გაჩვენებს, სად ხარ შენი ცოდნით გლობალურ ასპარეზზე. საერთაშორისო ოლიმპიადაზე შენ წარმოადგენ შენს ქვეყანას და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა

საბა გოდუაძე, 2025 წლის ნაკრების წევრი, ბრინჯაოს მედალოსანი

მთავარია არ შეუშინდე ახალ გამოწვევებს. ყოველი ამოხსნილი ამოცანა ერთი ნაბიჯით დაგაახლოებს დიდ მიზანთან. ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს.

არ გაუშვა შანსი, გახდე ნაკრების წევრი — დარეგისტრირდი 30 აპრილის ჩათვლით 🔗

8 აპრ. 2026