Cards

chevron-right-outlined
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

AI-კომპანიების კვარტალური შედეგები – რას უნდა ველოდოთ უახლოეს ორ კვირაში?

22 ივლ. 2026
NEWS

მომავალი ორი კვირა ტექნოლოგიური კომპანიებისა და ხელოვნური ინტელექტის საინვესტიციო ციკლისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, რადგან წამყვანი ტექნოლოგიური გიგანტები კვარტალური ფინანსური შედეგების გამოქვეყნებისთვის ემზადებიან.

უახლოეს დღეებში ბირჟაზე არაერთი საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობა გაჩნდება, ამიტომ დღეს გეტყვით, როგორ უნდა მოემზადო კვარტალური შედეგებისთვის და რას მიანიჭებენ ინვესტორები დიდ მნიშვნელობას.

ინვესტორები განსაკუთრებული ყურადღებით Google-ის, Microsoft-ის, Meta-ს, Apple-ისა და Amazon-ის ფინანსურ შედეგებს დააკვირდებიან. ასევე იმას, აპირებენ თუ არა ტექნოლოგიური კომპანიები AI-ის და მონაცემთა ცენტრების მიმართულებით აგრესიული კაპიტალური დანახარჯების შენარჩუნებას.

რას აკვირდებიან ინვესტორები:

იმ თეზისის დასადასტურებლად, რომ მონაცემთა ცენტრებზე, ჩიპებზე, საკომუნიკაციო ქსელებზე, მეხსიერებასა და გაგრილების სისტემებზე მოთხოვნა მომავალ წელსაც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, ბაზარი რამდენიმე ფაქტორს დააკვირდება:

Cloud-სერვისების მზარდი მოთხოვნა და AI-ის აქტიური გამოყენება – ამისათვის აუცილებელია, რომ AWS-მა, Azure-მა და Google Cloud-მა ზრდის მაღალი შედეგები აჩვენონ.

წინასწარი შეკვეთების მზარდი პორტფელი და მიწოდების არსებული შედეგები – ინვესტორებს სურთ დარწმუნდნენ, რომ კომპიუტერულ გამოთვლებზე მოთხოვნა მომავალშიც გარანტირებულად მაღალი იქნება.

ნახევარგამტარების სექტორის შედეგები – ინვესტორები განსაკუთრებით მკაცრად შეაფასებენ Texas Instruments-ის, Lam-ის, Intel-ისა თუ Qualcomm-ის ანგარიშგებებს, რადგან ამ სექტორში ზრდის მაღალი დინამიკის შენარჩუნება აუცილებელია AI-მეგატრენდის გასაგრძელებლად.

ანალიტიკოსების მოლოდინები:

უოლ-სტრიტის წამყვანი ანალიტიკოსების შეფასებით, მომდევნო 12 თვეში ტექნოლოგიურ სექტორს ზრდის გამორჩეული დინამიკა ექნება. ამას ისიც ადასტურებს, რომ Nasdaq-100 Index-ის ზრდის საშუალო პროგნოზი უოლ-სტრიტზე 27%-ის ფარგლებშია.

რაც შეეხება უშუალოდ ნახევარგამტარების სექტორს, iShares Semiconductor ETF (SOXX)-თან დაკავშირებით ანალიტიკოსებს 31%-იანი წლიური ზრდის მოლოდინი აქვთ.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყურადღების ცენტრში არსებულ ტექნოლოგიურ კომპანიებთან დაკავშირებით ექსპერტებს კი ასეთი ერთწლიანი პროგნოზები აქვთ:

Google: +26%

Amazon: +29%

Microsoft: +42%

Meta: +26%

Lam: +24%

Intel: +15%

სხვა წამყვან კომპანიებთან დაკავშირებით არსებულ პროგნოზებს თიბისის მობაილბანკში, ინვესტიციების აღმოჩენის გვერდზე და უშუალოდ სასურველი აქციების აღწერაში შეხვდები.

რა შეიძლება მოხდეს მომდევნო დღეებში:

პოზიტიური სცენარი: კაპიტალური დანახარჯების პროგნოზის შენარჩუნება ან გაზრდა გაამყარებს მოლოდინს, რომ AI-ინფრასტრუქტურაში ინვესტიციები გაიზრდება, რაც ბაზრისთვის დადებით სიგნალია. თუ ტექნოლოგიური გიგანტების ფინანსური შედეგების ზრდის ტემპი მოსალოდნელზე უკეთესი იქნება, ეს, სავარაუდოდ, ინდუსტრიას პოზიტიურ მუხტს მისცემს.

ნეგატიური სცენარი: კაპიტალური დანახარჯების ნებისმიერი მნიშვნელოვანი შემცირება ან შენელება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მთელი ტექნოლოგიური სექტორის მიმდინარე ზრდის ტემპსა და პროგნოზებს. თუ მსხვილი კომპანიები მოსალოდნელზე ნაკლები ზრდის ტემპს აჩვენებენ, ეს მათი აქციების შეფასებაზე ნეგატიურად აისახება.

მოემზადე კვარტალური შედეგებისთვის

მობაილბაკში შეხვდები როგორც ანალიტიკოსების პროგნოზებს, ასევე კომპანიების ფინანსურ პარამეტრებს, წამყვანი საინვესტიციო ბანკების რეკომენდაციებს და ყველა იმ კომპანიის აქციებს, რომელთაც მომდევნო ორ კვირაში ინვესტორთა ყურადღების ცენტრში ვიხილავთ, ამიტომ არ გადადო, დაიწყე ინვესტირება თუნდაც $1-დან.

22 ივლ. 2026