globe-outlined
ქარ
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
chevron-down-outlined
მუქი თემა

პირველი AI Red Team ჰაკათონი საქართველოში - როგორ ქმნის თიბისი უსაფრთხო ხელოვნურ ინტელექტს

1 სექ. 2025
REDHACK (4) (Cover)

ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებასთან ერთად თიბისი ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი მათი უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენებაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო გამარტივებული და დაცული სერვისებით ისარგებლოს. ამ მიზნით, თიბისი IT აკადემიისა და Data & AI გუნდის ორგანიზებით, საქართველოში პირველი მასშტაბური AI Red Team ჰაკათონი - RedHack გაიმართა.

“RedHack“ არის ინტენსიური შეჯიბრი, რომელიც წამყვანი გლობალური კომპანიების (OpenAI, Anthropic, Microsoft) მეთოდოლოგიებს ეფუძნება. ინიციატივის ფარგლებში გუნდები მიზნად ისახავდნენ თიბისის ახალი გენერაციული ჩატბოტის გამოცდასა და გაუმჯობესებას ეთიკური „შეტევებისა“ და სისუსტეების აღმოჩენის გზით. ჰაკათონი დაფუძნებული იყო იმ თანამედროვე მეთოდოლოგიებზე, რომლებსაც იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, თუმცა RedHack სრულად ადაპტირდა თიბისის შიდა კულტურასა და საჭიროებებზე. შედეგად, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ემუშავათ რეალურ პროდუქტზე და უშუალოდ ჩართულიყვნენ მისი განვითარების პროცესში.

ღონისძიებამ 100-მდე მონაწილე გააერთიანა, რომლებიც 42 გუნდში გადანაწილდნენ. გუნდები რეალურ დროში ტესტავდნენ ჩატბოტს სხვადასხვა სცენარით, მათ შორის Prompt Injection, Bias & Fairness და Hallucination , რათა გამოევლინათ სისტემის სისუსტეები და გაუმჯობესების შესაძლებლობები.

5-დღიანი დაძაბული სამუშაო პროცესის შედეგად გამოვლინდა ის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სისტემის დახვეწას საჭიროებდა. ერთობლივი ძალისხმევით კი შეიქმნა კიდევ უფრო დაცული და ეფექტური პირველი ქართული საბანკო გენერაციული ჩატბოტი.

თიბისისთვის ხელოვნური ინტელექტის ყოველდღიურ პროცესებში ინტეგრაცია კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულებაა. ჰაკათონი მნიშვნელოვანი გზავნილია ქართული ტექ-ეკოსისტემისთვის: თიბისი არ შემოიფარგლება მხოლოდ AI-ის გამოყენებით, ის აქტიურად ქმნის სტანდარტებს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები და როგორ უნდა მოხდეს მათი უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი დანერგვა.

1 სექ. 2025