ახალი თიბისი ბარათი: მაქსიმალური სარგებელი ხარჯის გარეშე
22 სექ. 2025
share-filled გააზიარე
ბევრი ჩვენგანი სკეპტიკურად უყურებს სიტყვას „უფასო“- თითქოს, სადღაც კუთხეში პატარა ასოებით უნდა ეწეროს პირობა, რომლის მიხედვითაც, რაიმე თანხა მაინც არის გადასახდელი. თუმცა ამ შემთხვევაში, მსგავს წარწერას ვერსად იპოვით, რადგან ახალი თიბისი ბარათი ნამდვილად სრულიად უფასოა, ყოველგვარი დაფარული გადასახადებისა და საკომისიოების გარეშე.
და რატომ შეიძლება, რომ ეს ბარათი თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცეს?
პირველ რიგში, ახალი თიბისი ბარათის მეშვეობით, ყოველი გადახდისას გიბრუნდებათ თანხის გარკვეული ნაწილი - კერძოდ, ნებისმიერი ბანკის ტერმინალით სარგებლობისას, ერთგულ ყულაბაში გადახდილი თანხის 0.5%-ს იღებთ.
გარდა ამისა, მობაილბანკში სამი კატეგორიიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი, რომელშიც ყველაზე მეტს ხარჯავთ - სურსათი, ფარმაცია ან საწვავი და ყოველ ჯერზე, როცა შესაბამისი კატეგორიის ობიექტში გადაიხდით, სტანდარტულზე 2-ჯერ მეტს, ანუ თანხის 1%-ს დაიბრუნებთ. თანაც, კატეგორიის შეცვლა ყოველთვიურად შეგიძლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაგროვების პირობებს არგებთ თქვენს საჭიროებებს.
მეტიც, უფასო თიბისი ბარათზე გროვდება არა ქულები, არამედ პირდაპირ თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადაიტანოთ ანგარიშზე და გამოიყენოთ სასურველი მიზნებით. ახალი თიბისი ბარათით, საქართველოში ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან თვეში 2000₾-ის ფარგლებში, ანაღდებთ უფასოდ. საკომისიოს გარეშე იხდით თვეში 5 კომუნალურს და სხვა ბანკებიდან უფასოდ რიცხავთ მომენტალურად.
ახალ თიბისი ბარათზე მუდმივად მოქმედებს მრავალფეროვანი შეთავაზებები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ კიდევ მეტი სარგებელი. სწორედ მომხმარებელთა სარგებელსა და საჭიროებებზეა მორგებული მთლიანად ბარათიც, რომელიც მართლა უფასოა- არანაირი დამალული საკომისიო თუ გადასახადი.