Claude-ის შემქმნელი Anthropic-ის აქციები 19 ნოემბერს Nasdaq-ზე განთავსდება. IPO-ს შემდეგ Anthropic (ANT)-ის შეძენას მობაილბანკის ინვესტიციებში $1-დან შეძლებ.
IPO-მდე Anthropic (ANT)-ის აქციების სავარაუდო ფასიც რამდენჯერმე შეიცვალა.თავიდან Anthropic-ს დაახლოებით $2 ტრილიონად აფასებდნენ. ტექნოლოგიური აქციების ვარდნის შემდეგ კი ინვესტორების ნაწილი მის ღირებულებას $1.1–1.3 ტრილიონად აფასებდა.
IPO-სთვის ერთი აქციის საწყისი ფასი $70–78-ის ფარგლებში განისაზღვრა. ამ დიაპაზონით კომპანიის შეფასება დაახლოებით $1.26–1.41 ტრილიონია. საბოლოო ფასი დღეს, 18 ნოემბერს, არის მოსალოდნელი და შეიძლება საწყისი დიაპაზონის ზედა ზღვარზე ან უფრო მაღალიც იყოს.
12 ნოემბრისთვის Anthropic-ის აქციებზე მოთხოვნა შეთავაზებულ რაოდენობაზე დაახლოებით 6-ჯერ მეტი იყო. ეს ინვესტორების მაღალ ინტერესზე მიუთითებს, თუმცა აქციის ფასის გარანტირებულ ზრდას არ ნიშნავს.
Claude-ზე მზარდი მოთხოვნა Anthropic-ის შემოსავალზეც აისახა. 2023 წელს კომპანიამ $41 მილიონი მიიღო, 2025 წელს კი $4.6 მილიარდი და ზრდა 2026 წელსაც გაგრძელდა.
2026 წლის პირველ ცხრა თვეში Anthropic-ის შემოსავალმა $33.2 მილიარდი შეადგინა, წინა წლის იმავე პერიოდში კი $2.5 მილიარდი იყო. ეს დაახლოებით 13-ჯერ მეტია, რაც Claude-ზე მოთხოვნის სწრაფი ზრდით და დაინტერესებით აიხსნება.
რაც შეეხება ხარჯებს, მეტი მომხმარებლის მომსახურებისთვის Anthropic-ს მეტი სერვერი და ჩიპი სჭირდება. 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კომპანიამ ამ ინფრასტრუქტურაზე $18.8 მილიარდი დახარჯა, რაც იმავე პერიოდში მიღებული შემოსავლის დაახლოებით 57%-ია.
ეს ხარჯები მომავალშიც გაგრძელდება. Anthropic-ს ინფრასტრუქტურისა და გამოთვლითი რესურსების შესყიდვაზე დაახლოებით $900.9 მილიარდის ვალდებულებები აქვს, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა შესრულდეს. აქედან $70.7 მილიარდი მომდევნო 12 თვეშია გადასახდელი.
Anthropic გეგმავს მოზიდული თანხის გამოყენებას ახალი AI მოდელების შესაქმნელად, ინფრასტრუქტურის გასაფართოებლად და გუნდის გასაძლიერებლად.
კომპანიის შეფასებით, IPO-დან და პარტნიორებთან ცალკე შეთანხმებიდან ჯამში დაახლოებით $84.6 მილიარდს მიიღებს, თუ საბოლოო ფასი საწყისი დიაპაზონის შუაში, $74 იქნება. ეს თანხა კომპანიის ზრდის გეგმებს დააფინანსებს.
Claude-ზე მოთხოვნის ზრდა და Anthropic-ის შემოსავალი კომპანიის პოტენციალს აჩვენებს. ამასთან, ინვესტორები დააკვირდებიან, შეძლებს თუ არა კომპანია ზრდის გაგრძელებას და როგორ მართავს მისთვის საჭირო დიდ ხარჯებს.
აღმოაჩინე Anthropic (ANT)-ის აქციები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე, გაეცანი მონაცემებს და დააკვირდი აქციის დინამიკას.
გაითვალისიწნე - ბირჟის გახსნის შემდეგ IPO-ს აქციაზე ჯერ ფასის განსაზღვრის პროცესი მიმდინარეობს. შესაბამისად, აქციები შესაძლოა 18:30-ზე ჯერ არ იყოს ხელმისაწვდომი და მათზე ვაჭრობის დაწყება დღის განმავლობაში მოგვიანებით გახდეს შესაძლებელი.
ეს არ არის ფინანსური რჩევა