<link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css" media="print" data-beasties-media="all"><noscript><link rel="stylesheet" href="/assets/tbcx/css/tbcx-font-faces.css">
globe-outlined
EN
chevron-down-outlined
მუქი თემა

რა არის ბიტკოინის ჰალვინგი

27 ნოე. 2026
crypto

წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე არსებულ ყველა ოქროს საბადოში მოპოვება ზუსტად 50%-ით შემცირდა, ანუ განახევრდა. თან, ასეთი რამ ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება. ლოგიკურია, რომ ამ ვითარებაში ოქრო უფრო იშვიათი აქტივი ხდება, რაც მის ფასს ზრდის. ტრადიციულ ეკონომიკაში ასეთი რამ რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ოქროსგან განსხვავებით, წარმოების შემცირების მექანიზმი თავიდანვე ჩაიდო ბიტკოინში, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე დაცულ და საინტერესო საინვესტიციო აქტივად აქცევს.

ამ მექანიზმს ჰალვინგი, ანუ განახვევრება ეწოდება. ჰალვინგის შემდეგ, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ხდება, ახალი ქოინების მიმოქცევაში ჩაშვების ტემპი ნახევრდება. სწორედ ჰალვინგის წყალობით ინარჩუნებს ბიტკოინი საკუთარ არაინფლაციურ ბუნებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბიტკოინი ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრული აქტივია, მისი ჰალვინგი ყველა კრიპტოვალუტის ფასსზე მოქმედებს.

როგორ მუშაობს ბიტკოინის ჰალვინგი

ბიტკოინის ქსელის გამართულობას ე.წ. “მაინერები” უზრუნველყოფენ — კომპიუტერები, რომლებიც ქსელში არსებული ინფორმაციის დამუშავების სანაცვლოდ სისტემისგან ჯილდოს სახით ბიტკოინს იღებენ. თავდაპირველად, მაინინგისთვის 50 ბიტკოინი გაიცემოდა, მაგრამ ყოველი 210,000 ბლოკის შექმნის შემდეგ, ანუ დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ, ჯილდო ნახევრდება. ბოლო ჰალვინგის შემდეგ, თითო ბლოკზე გასაცემი ჯილდო 3.125 ბიტკოინამდე შემცირდა.

რატომ არის ჰალვინგი აუცილებელი

ბიტკოინის შემქმნელს სურდა, მიმოქცევაში ზუსტად 21 მილიონი ბიტკოინი ჩაშვებულიყო. თან, ციფრული მონეტები სამართლიანად, გაწეული შრომის პროპორციულად და ქსელის განვითარების პარალელურად უნდა განაწილებულიყო. დაახლოებით ისე, როგორც ოქრო, რომლის მოპოვება, დროთა განმავლობაში, უფრო რთული და ძვირი ხდება, რაც ხელოვნურ დეფიციტს აჩენს. ამისთვის, სატოში ნაკამოტომ ჰალვინგი გამოიგონა, რომელიც ბიტკოინის გამოშვებას არეგულირებს.

რა გავლენას ახდენს ჰალვინგი კრიპტოს ფასზე

მოთხოვნა-მიწოდების ფუნდამენტური კანონის თანახმად, თუ აქტივზე მოთხოვნა იგივე რჩება ან იზრდება, ხოლო მისი მიწოდება მცირდება — აქტივის ფასი იმატებს. როგორც ისტორია გვაჩვენებს, ბიტკოინის ჰალვინგის შემდეგ დაახლოებით წელიწად-ნახევარში, ბიტკოინის ფასი ახალ-ახალ რეკორდს ამყარებს:

  • 2012 წელი: ბიტკოინი $12.5 ღირდა, მაგრამ წელიწად-ნახევარში მისი ფასი $1,152-მდე გაიზარდა, რაც 9,116%-იანი ზრდაა

  • 2016 წელი: ბიტკოინი $640 ღირდა, მაგრამ წელიწად-ნახევარში მისი ფასი $17,760-მდე გაიზარდა, რაც 2,675%-იანი ზრდაა

  • 2020 წელი: ბიტკოინი $8,805 ღირდა, მაგრამ წელიწად-ნახევარში მისი ფასი $65,500-მდე გაიზარდა, რაც 644%-იანი ზრდაა

  • 2024 წელი: ბიტკოინი $64,950 ღირდა, მაგრამ წელიწად-ნახევარში მისი ფასი $108,000-მდე გაიზარდა, რაც 66%-იანი ზრდაა

ცალსახაა, რომ ისტორიული გამოცდილება და წარსული სტატისტიკა მომავალი მოგების გარანტია არ არის. ამასთან, კრიპტოს რყევებიც ახასიათებს, მაგრამ ჰალვინგის წყალობით, ბიტკოინი მდგრად აქტივად ყალიბდება, რომელსაც ინდივიდუალურ ინვესტორები, კორპორაციები და სახელმწიფოები ენდობიან.

დაიწყე კრიპტოში ინვესტირება პირდაპირ თიბისის მობაილბანკში – სწრაფად და მარტივად

გაითვალისწინე: კრიპტოაქტივების ღირებულება ცვალებადია და მათთან დაკავშირებულია რისკები. კრიპტოაქტივების შეძენამდე დეტალურად გაეცანი რისკებს, წესებსა და პირობებს.

ამ გვერდზე მოცემული სასაქონლო ნიშნები და ლოგოები გამოიყენება მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, ეკუთვნის შესაბამის მფლობელებს და არ გულისხმობს მათთან პარტნიორობას.

27 ნოე. 2026